რატი ბრეგაძე – ქალბატონი თინა ბოკუჩავა ომახიანად ითხოვდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. გადავეცით, მაგრამ არც ჩაუხედავს, ისე დატოვა აქ. ეს არის მათი რეალური სახე, არ აინტერესებთ სიმართლე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პარლამენტის მანდატურის სამსახურმა თინა ბოკუჩავას ს საქმეზე მის მიერვე მოთხოვნილი სასამართლოს გადაწყვეტილება გადასცა, თუმცა, დეპუტატმა დოკუმენტი წაუკითხავად დატოვა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, ოპოზიციას არ აინტერესებთ სიმართლე, მთავარია პროპაგანდისტული მანქანით გაავრცელონ ტყუილი და შემდგომ ეცადონ, რომ საზოგადოებას დააჯერონ.
„ქალბატონი თინა ბოკუჩავა ითხოვდა, აი, აქ საკმაოდ ომახიანად – მაჩვენეთ ის სიტყვები, რაც თქვენ თქვით, რომ არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიო. მანდატურმა გადასცა ეს დოკუმენტი ქალბატონ თინას, თუმცა, ყველამ ვიხილეთ, თუ როგორ განათავსა მან აქ ისე, რომ არც ჩაუხედავს; ისე, რომ შემდგომ გადმოდო და დაავიწყდა. აი, ეს არის მათი რეალური სახე. მათ საერთოდ არ აინტერესებთ სიმართლე. მთავარია, რომ პროპაგანდისტული მანქანით გაავრცელონ ტყუილი და შემდგომ ეცადონ, რომ საზოგადოებას დააჯერონ. თუმცა, არავის აღარ სჯერა მათი და ეს მათი პრობლემაა“, – განაცხადა ბრეგაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ