რატი ბრეგაძე – პროაქტიულად ვახორციელებთ საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტს

პროაქტიულად ვახორციელებთ საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა.
„რაც შეეხება გარდაცვალების ასახვას ბაზებში, ეს ხდება ოჯახის ან შესაბამისი უწყების შეტყობინების საფუძველზე და აღნიშნული ბაზები ყოველდღიურად ახლდება. გარდა ამისა, ჩვენ პროაქტიულად ვახორციელებთ საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტს და 2013 წლიდან დღემდე საარჩევნო სიიდან ამოირიცხა 15 000 პირი და დღევანდელი სიები არის მაქსიმალურად ზუსტი”, – განაცხადა მინისტრმა.