რატი ბრეგაძე – პრემიერ-მინისტრის ანგარიში იყო ღირსეული, კვალიფიციური და ადამიანური ბუნების მქონე – მადლობას ვუხდი მთავრობის მეთაურს ძლიერი მხარდაჭერის, მუდმივი მოტივაციისა და ღირსეული ლიდერობისთვის

იუსტიციის სამინისტროს სახელით მადლობას ვუხდი მთავრობის მეთაურს ძლიერი მხარდაჭერის, მუდმივი მოტივაციისა და ღირსეული ლიდერობისთვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს და პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს ეხმაურება.
რატი ბრეგაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში იყო ღირსეული და კვალიფიციური.
„პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვრცელი ანგარიში იყო ღირსეული, კვალიფიციური და ადამიანური ბუნების მქონე ლიდერის დიალოგი საზოგადოებასთან იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მთავრობამ მის კომპეტენციაში შემავალი ყველა მიმართულებით გასწია. ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთი მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურში მყოფ საჯარო მოხელეებს, რომელთა ერთობით და პროფესიონალიზმით საქართველომ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია 2012 წლიდან
ვისარგებლებ შემთხვევით და იუსტიციის სამინისტროს სახელით მადლობას ვუხდი მთავრობის მეთაურს ძლიერი მხარდაჭერის, მუდმივი მოტივაციისა და ღირსეული ლიდერობისთვის”, – წერს რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)