რატი ბრეგაძე ლევან ბეჟაშვილს – მესამე წელია, ერთსა და იმავეს იმეორებთ, სხვა კითხვა ვერ მოგიფიქრებიათ – სად იყავით, როდესაც კითხვის დასმის დრო იყო, მარტო ტელევიზიასთან რომ შეგიძლიათ საუბარი?!

მესამე წელია, ერთსა და იმავეს იმეორებთ, სხვა კითხვები ვერ მოგიფიქრებიათ, – ამ სიტყვებით მიმართა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ლევან ბეჟაშვილს პარლამენტში.
რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან ბეჟაშვილი საკმაოდ „გაბრაზებული სახით“ აცხადებდა, რომ კითხვები ჰქონდა მინისტრთან, თუმცა კითხვების დასმის დროს დარბაზში არ იმყოფებოდა.
„მესამე წელია, ერთსა და იმავეს იმეორებთ, სხვა კითხვა ვერ მოგიფიქრებიათ. მე მომავალზე ვლაპარაკობ ზუსტად და აქ რომ ყოფილიყავით დარბაზში და მოგესმინათ, სწორედ მომავალზე ვისაუბრე. ისიც მოვისმინე, განცხადება გაგიკეთებიათ – იუსტიციის მინისტრთან კითხვები გვაქვსო, და საკმაოდ გაბრაზებული სახით აკეთებდით ამ განცხადებებს… ახლა მე გკითხავთ – სად იყავით, როდესაც კითხვის დასმის დრო იყო, მარტო ტელევიზიასთან რომ შეგიძლიათ საუბარი. სად იყავით? დარბაზში არ იყავით?!”- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?