რატი ბრეგაძემ იუსტიციის სასწავლო ცენტრის შესახებ პარლამენტში ისაუბრა
„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარე გახდა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი გახდა ევროპის პენიტენციური დაწესებულებების სასწავლო ცენტრების ასოციაციის (EPTA ) თავმჯდომარე და 2024 წელს თბილისში გაიმართება მათი კონფერენცია. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის გამოხატული დიდი ნდობა და პატივი, და ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად სათანადო დონეზე გავუწევთ ხელმძღვანელობას ამ ევროპულ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე“.
მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უსმენენ.