რას ჰპირდება „ძლიერი საქართველო“ რეგიონებიდან თბილისში ჩასულ სტუდენტებს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, თსუ-ის საერთო საცხოვრებელთან ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააკრიტიკა 12-წლიანი მმართველობის პერიოდში სტუდენტური საცხოვრისის პრობლემის მოუგვარებლობის გამო:
„ჩვენს ზურგს უკან არის ზუსტად ის სტუდენტური საცხოვრებელი, სახელმწიფო უნივერსიტეტის, რომელიც შესაბამისად ვერ გამოიყურება 21-ე საუკუნის პირობებთან. რა უშლიდა „ქართულ ოცნებას ხელს 12 წლის განმავლობაში რომ აეშენებინა. განსაკუთრებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებთან გვაქვს პრეტენზია. არ იცოდნენ რომ პრობლემაა სტუდენტური საცხოვრებლების?! რატომ ვერ მოახერხეს, რატომ ვერ მოაბეს თავი სტუდენტური საცხოვრებლის აშენებას?! ნორმალურის, ცივილიზებულის, სადაც რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები იცხოვრებენ და პრობლემა არ ექნებათ.
წარმოიდგინეთ რეგიონებიდან რომ ბავშვები ჩამოდიან, რამდენი ხარჯი უნდა გაიღოს მათმა ოჯახმა?! ჩამოდიან ფულს სესხულობენ, ბოლო კაპიკებს შოულობენ რომ ბავშვებს უქირავონ ბინა თბილისში. ძალიან რთული და ძვირია ბინის ქირაობა თბილისში. ბავშვმა რაზე იფიქროს, მის ოჯახს ფული ექნება რომ ბინა უქირაოს თუ იმაზე იფიქროს რომ ისწავლოს და ადეკვატური განათლება მიიღოს?!“ — აცხადებს .
ელისაშვილის თქმით, სახელმწიფოს ბიუჯეტი 25 მილიარდი ლარია და მიიჩნევს, რომ რამდენიმე საცხოვრებლის აშენებას ყველაზე დიდი 5 მილიონი ლარი დასჭირდებოდა. ელისაშვილის განცხადებით, ამას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ გააკთებს — 26 ოქტომბერს შეცვლის ხელისუფლებას და 27 ოქტომბრიდან „რეალური პრობლემების მოგვარებას დაიწყებს“.

ასევე დაგაინტერესებთ