აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 2024 წელს ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვან მოვლენებს შორის იყო ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის ამოქმედება, რომელიც – “სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენება”.
ამასთან, ანგარიშში საუბარია დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონზე და აღნიშნულია, რომ ის ახდენდა გამოხატვის გარკვეული ტიპების კრიმინალიზაციას, ასევე, ნახსენებია დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების კამპანია, რომელიც “ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით”.
