რას წერენ ფანები მატჩის შესახებ: ამ ჩემპიონატს ერთადერთი ჩემპიონი ჰყავს, ეს საქართველოა და აი რატომ…

ევრო 2024-ის ფინალში ერთმანეთს ინგლისისა და ესპანეთის ნაკრების ფანები დაუპირიპირდნენ.

მოგეხსენებათ, მატჩი ესპანელთა სასიკეთოდ 2:1 დასრულდა და “ფურია როხამ” ევროპის ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

ფინალის შემდეგ მათი ფანები სოციალურ მედიაში საინტერესო კომენტარებს წერენ და საქართველოსაც ახსენებენ:

“ამ ჩემპიონატს ერთადერთი ჩემპიონი ჰყავს და ეს საქართველოა და აი რატომ, მათ ყველა მატჩში ისეთი სანახაობა შემოგვთავაზეს, როგორიც არცერთ გუნდს შემოუთავაზებია”

“ვერავინ იტყვის არ დაიმსახურეთო! ყველაზე კარგ ფეხბურთს ჩვენ ვთამაშობდით”

“ბევრი იტყვის, რომ ნაადრევი ფინალი გერმანიასთან, ან საფრანგეთთან იყო, თუმცა ვთვლი, რომ საქართველოსთან გამარჯვება საკვანძო ეპიზოდი იყო”

“გასაგებია, რომ ჩემპიონები გავხდით, თუმცა ტურნირის აღმოჩენა არ უნდა დავივიწყოთ, ეს საქართველო იყო, იმედია კიდევ ვიხილავთ დიდ ტურნირებზე”

ასევე დაგაინტერესებთ