“რას ქვია ირანის ატომურ საცავებს დაბომბავ???” – ლალი მოროშკინა აშშ–ს

-ს ერთხელ რომ ეპატია ჰიროსიმა,ნაგასაკი და ათასობით გაუბედურებული იაპონელი, რომლებიც დღემდე თაობების შემდგომაც გრძნობენ ჯანმრთელობის პრობლემებს, ამიტომ აძლევენ თავის თავს ამდენის უფლებას!!! რას ქვია ირანის ატომურ საცავებს დავბომბავ??? მერე რადიაციას და ქიმიურ დაბინძურებას რა ვუყოთ სრულიად კავკასიამ??? თუ მიზეზიც ეს არის დაუმორჩილებელი, უდრეკი ხალხის განადგურება რეალური მიზეზის დასახელების გარეშე? იქნებ ამიტომაც არ ეჩქარებათ ელჩის გამოგზავნა და მოლაპარაკება? იქნებ ეს არის მზაკვრული გეგმა, კავკასია კავკასიელების გარეშე , როგორც ყველაზე დიდი და სარფიანი სატრანსპორტო დერეფანი??? იმის მაგივრად ყველა სამეზობლო ქვეყანა ერთი მაგიდის გარშემო სხდებოდეს და მინიმუმ ნოტას აგზავნიდეს აშშ-ში(ცხადია ს ზურგით) ჩვენ აქ ვიღაც ორნახევარ ბნედიანზე ვცდებით! რატომ აიღო ტრამპმა ტაიმ-აუტი? იმიტომ, რომ პუტინის რეაქციას ელოდება!!! მორჩა!!!! აღარ არის ლოლიავის დრო, თორემ სრულიად კავკასიის პოპულაციას ვკარგავთ!!!! აგერ არის ირანის საზღვარი, რადიაცია კი 2000კვ.მ აღწევს!!! დახედეთ რუკას!!! მივითხოვოთ ყველანაირ სამშვიდობო ფორმატში მონაწილეობა, მათ შორის 3+3- ში. თუ საჭიროა,შევთავაზოთ ახალი ფორმატი!!! არის დრო ქვების შეგროვების, არის დრო ქვების სროლის! გახსოვდეთ! ჩვენ ვით არ გვაქვს ფუფუნება არც თავდაცვითი ზღუდეების არც ბუნკერების, არც საკვების მარაგი ,რომელიც რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში ისედაც გამოუსადეგარი იქნება. ამიტომ მოვრჩეთ ონლაინ შოპინგს და საქმეზე გადავიდეთ, მართლა ქარვასლა ხომ არ ვართ???”