რას უწოდებს რკინიგზა “დაკვამლიანებას” – ფოტო – მედია

ფოტო – მთავარი არხი
მგზავრების ინფორმაციით, ოზურგეთი-თბილისის მატარებელში გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა, მგზავრები ამ დრომდე ელოდებიან ალტერნატიულ ტრანსპორტს, რომელიც დანიშნულების ადგილამდე გადაიყვანთ.
რკინიგზის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთ ვაგონში დაკვამლიანება იყო, თუმცა, მთავარი არხი, მგზავრების გაგზავნილ ფოტოს ავრცელებს, სადაც ცეცხლი ჩანს.
შემთხვევა გომი-აგარას გადასარბენზე მოხდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მგზავრებმა ნივთების გამოტანა ვერ მოახერხეს.
რკინიგზა ამბობს, რომ ბილეთის ფულს დაუბრუნებს მათ, თუმცა, არაფერს ამბობს, ან ნივთების საფასურის გადახდაზე, ან მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.