2025 წელის აპრილში, მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ – 48 საჩივარი დაიწერა, ხოლო იანვარ-აპრილში 200.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის აპრილში დაფიქსირებული საჩივრებიდან 37 – სალომბარდე სესხებზე მოდის, 3 – ავტოსესხზე, 2 – ბიზნეს სესხზე, 6 – სხვა სახის პრეტენზიებზე.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, წელს აპრილში შესული საჩივრებიდან 25 – ადმინისტრაცია/მომსახურებაზე მოდიოდა, 16 – ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე, 1 – მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემაზე, 1 – თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციაზე, 1- საპროცენტო შენატანებზე, 1 – ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საჩივარზე, ხოლო 3 სხვა სახის პრეტენზიებზე.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აპრილში დაფიქსირებული 48 საჩივრიდან – 18 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 25 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, 5-ის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკები, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.
