რას უპირებს ს მერია დაზიანებულ მოსაცდელებს

ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებების ბევრ ადგილას არ არის მოსაცდელები; ზოგან ისინი საერთოდ აიღეს, ზოგან კი კონსტრუქციები დაზიანებულია და თვეების განმავლობაში არავინ აკეთებს.
ქალაქის მერიაში დღეს, 9 იანვარს, „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „მუშავდება ახალი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც „ს ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე არსებული ყველა დაზიანებული მოსაცდელი ჩანაცვლდება“.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირებისთვის 2026 წლის ქალაქის ბიუჯეტში 24,3 მილიონი ლარია გამოყოფილი, კონკრეტულად მოსაცდელების შეძენა-მონტაჟისთვის თანხა გაწერილი არ არის.
დაზიანებული მოსაცდელები მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე ბათუმში – მელიქიშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე
„აღნიშნული მოსაცდელების კონსტრუქციის ერთი მხარე, რომელიც შედგება ბილბორდის მინისგან, ხშირად ზიანდება, მცირე ქარის დროსაც. ამ დროისთვის დაზიანებული მინა ამოღებულია და ტერიტორია დასუფთავებულია მინის ნამსხვრევებისგან.
კონსტრუქციის ხშირი დაზიანების გამო ბილბორდის მინა მანამდეც არაერთხელ შეიცვალა. პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მუშაობს ალტერნატიული კონსტრუქციის მოწყობაზე.
უახლოეს პერიოდში შემუშავდება ახალი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლდება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე არსებული ყველა დაზიანებული მოსაცდელი,“ – მისწერეს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიიდან.
batumelebi.netgazeti.ge