რას უნდა მიაქციო ყურადღება მანქანის ქირაობისას, რომ არ გახდე თაღლითობის მსხვერპლი?

რა შემთხვევაში გჭირდება მანქანის დაქირავება?
· მოგზაურობას თუ გეგმავ, ქირაობა საუკეთესო ვარიანტია, სწრაფიც.
· თუ შენი მანქანა გაუმართავია და სახელოსნოშია, ქალაქში სასიარულოდ შეგიძლია იქირაო სასურველი მოდელი.
· შენი მანქანა პატარაა? – იქირავე დიდი და შვილებთან, შინაურ ცხოველებთან და ნივთებთან ერთად, თავისუფლად შეგიძლია დასასვენებლად, თუ პიკნიკზე წასვლა.
· თუ გინდა გამოიმუშაო, ტაქსის სერვისით და მანქანა არ გაქვს.
· მნიშვნელოვან სტუმრებს უნდა დახვდე? ახალ პარტნიორებს შეხვდე? კორპორატიული ღონისძიებაზე, ან ქორწილში მიდიხარ? – რა მოდელის და როგორი მანქანით წახვიდოდი ყველაზე კომფორტულად?
მანქანების გაქირავების ბაზარზე კონკურენცია ძალიან გაიზარდა ბოლო დროს და ეს კარგია, მაგრამ ტკბილეულის უზარმაზარ მაღაზიაში რომ შედიხარ და შუც დაინახე, ბლომანჟეც, ტორტიც, და ათასნაირი ნამცხვარი, თუ შოკოლადები და ყველა გინდა და არ იცი, რომელი ააირჩიო და როგორ, დაახლოებით, ეგრე შეიძლება დაგეემართოს ავტომობილის ქირაობისასაც, ამიტომ ახლა
პირველი, რასაც ყველა ყურადღებას აქცევს – ფასია და ეს ლოგიკურიცაა და ბუნებრივიც, განსაკუთრებით იმათთვის ვისაც აქამდე არასდროს დაუქირავებია მანქანა და არ იცის, რა ღირს კონკრეტული მოდელი. ყურადღებით წაიკითხე ტექნიკური მახასიათებლები და გაქირავების პირობები. დაიმახსოვრე, ფასზე გავლენას ახდენს მანქანის მარკა, მოდელი და დამზადების წელი.
ამის შემდეგ, შეამოწმე, რა ტიპის დაზღვევას გთავაზობს გამქირავებელი, სრული დაზღვევაა, თუ ნაწილობრივი? ხომ არ გემუქრება მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი ხარჯები.
არ დაგავიწყდეს, ქირა გამოითვლება დღიურად. თუ 28 საათში აბრუნებ მანქანას, იხდი ორი დღის ქირას.
ყურადღებით გაეცანი მანქანის დაბრნების წესებს, როგორც წესი, ყოველდღიური გარბენი მერყეობს 300–დან 500 კილომეტრამდე, ყოველ მომდევნო 100 კილომეტრზე, შეიძლება მოგიწიოს დამატებითი თანხის გადახდა.
შესაძლოა, ასევე, გამქირავებელი ითხოვეს მანქანის ინტერიერის საფუძვლიან რეცხვას და გაწმენდას და ამ პირობის შეუსრულებლობა ჯარიმდებოდეს,
გაარკვიე დეპოზიტის ოდენობა – ხშირად, მომხმარებელმა უნდა დატოვოს გარკვეული დეპოტიზი, რომელიც მას უკან უბრუნდება გაქირავების პერიოდის დასრულებისა და მანქანის დაბრუნების შემდეგ, სჯობს, წინასწარ იცოდე, უნდა დატოვო თუ არა დეპოზიტი და რა ოდენობის,
დრო – შესაძლოა, მაგალითად, ბათუმში გინდა მანქანის დაქირავება 20 ივლისს, მაგრამ აუცილებლად უნდა დააზუსტო საათიც, რათა იმ კონკრეტულ დროს დაკავებულ არ იყოს მანქანა და ლოდინი არ მოგიწიოს. შესაძლებელი, ღამის საათებში მოგიწიოს ქალაქში ჩასვლა და მანქანაც ღამის საათეებში დაგჭირდეს – შემდეგ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, სჯობს, დროზეც წინასწარ შეუთანხმდე.