რას სთავაზობს “ზარაფხანა” ვალენტინობის დღეს მომხმარებელს?

საიუველირო სახლის “ზარაფხანა” აღმასრულებელი დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ BM.GE-სთან ვალენტინობის დღის შეთავაზებებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კომპანია ამ დღესთან დაკავშირებით მომხმარებელს განახლებულ ასორტიმენტს, ამასთან ოქროს სამკაულებსა და სუვენირებზე ფასდაკლებებს შესთავაზებს.
“ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით მომხმარებლებს ოქროს სამკაულებზე 15%-მდე ფასდაკლებას შეთვთაზებთ. რაც შეეხება სუვენირებს, სავალენტინო შეთავაზებაში გვექნება ჩვენი ჭადრაკები, ამასთან ვერცხლისა და თითბრის სუვენირები, რომელზედაც 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. გარდა ამისა, შეთავაზებაში გვექნება ფიროსმანის ნამუშევრებზე დაყრდნობით შექმნილი ფიგურები, რომლებიც მომხმარებლებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს “, – ამბობს თორნიკე სამხარაძე.
მისივე ცნობით, ზემოთ ხსენებული შეთავაზება მომხმარებლისთვის ხვალიდან, ანუ 12 თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება მოთხოვნას, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, 2025 წელს, მოთხოვნა თითქმის ანალოგიურ ნიშნულზეა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. ის ასევე საუბრობს მოთხოვნის ზრდის ტენდენციაზე, რომელიც წლების განმავლობაში შეინიშნებოდა, თუმცა წელს ზრდა არ ფიქსირდება.
„2025 წელს, მოთხოვნა თითქმის ანალოგიურ ნიშნულზეა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. ანუ არც მომატებული და არც დაკლებული. წელს განსაკუთრებული ცვლილებები არ შეინიშნება. შარშან, ნოემბერ-დეკემბერში კლება გვქონდა, ძირითადად კორპორატიულ ნაწილში.
უნდა აღვნიშნო, რომ ყოველ წელს, გასულ წელთან შედარებით ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა, რაც წელს ჯერჯერობით არ გვაქვს“, – განაცხადა „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.