რას პასუხობს ნანუკა ჟორჟოლიანი თეა წულუკიანს?

„თეა წულუკიანის ადვოკატი და წარმომადგენელი ამბობდა, რომ მთავარი პრობლემა იყო ჩემი სტატუსის ფორმულირება, სადაც მეწერა, რომ თეა წულუკიანის მამამ დახვრიტა ჩემ მიერ ჩამოთვლილი ადამიანები. ქალბატონი ნათელა ამბობდა, რომ ვინაიდან ავთანდილ წულუკიანი იყო მოსამართლე, მან კი არ დახვრიტა, არამედ დახვრეტა მიუსაჯა. სასამართლო არ მსჯელობდა იმაზე ავთანდილ წულუკიანმა ამ ადამიანებს დახვრეტა მიუსაჯა თუ არა, სასამართლო მსჯელობდა საკითხზე, რომ არ ხვრეტდა ავთანდილ წულუკიანმა და ამას ახლა გამარჯვებად ასაღებს. რა მოგონილი ქალია, მოგონილი გმირებით, რომლებსაც ძეგლი დაუდგა იუსტიციის სახლის წინ, მოგონილი ამბებით, მოგონილი გამარჯვებებით. სინამდვილეში ამას მედავებოდნენ, ავთანდილ წულუკიანმა დახვრიტა თუ დახვრეტა მიუსაჯა. უტიფრობის ხარისხი რაზე გადის. ჩვენ არ ვიცით რას ითხოვს სასამართლო ჩემგან, განაჩენი ჩაგვბარებია, რასაც არ უნდა ითხოვდეს, ბუნებრივია, რომ სტატუსი არ წაიშლება. ქოცების შემდეგ სასამართლოშიც გასაჩივრდება და შემდეგშიც და სტრასბურგშიც წავა. მინდოდა გცოდნოდათ, თეა წულუკიანის ბედნიერება რაზე გადის. დიახ, ავთანდილ წულუკიანი ადამიანებს სიკვდილს უსჯიდა და თუ ვინმე გადარჩა დღეს და არიან გადარჩენილებიც, მათ შორის ინტერვიუს ეპიზოდი რომ მოჰყავს, იმიტომ რომ ედუარდ შევარდნაძემ ეს მუხლი გაუუქმა და სიკვდილით დასჯა საქართველოში გაუქმდა. ის ფაქტი რომ წულუკიანის მამა ადამიანებს სიკვდილით სჯიდა არ შეცლილა, შეიცვალა ის, რომ სასხლეტზე ხელი არ გამოუკრავს, მისი მხოლოდ განაჩენები იყო და აღასრულებდნენ სხვები”

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა