რას პასუხობს ზელენსკი დონალდ ტრამპს

დაეხმარა პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში დაეხმარა“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მ.
დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან იზოლაციაში ში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოექცა.
„არავინაა გაღიზიანებული. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ“, — განაცხადა ზელენსკიმ დღეს, 19 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე უარყო, რომ უკრაინის დახმარების 90% შეერთებულ შტატებზე მოდის და რომ ეს დახმარება 500 მილიარდი აშშ დოლარია.
„სიმართლე ცოტა განსხვავებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ დახმარებისთვის. ვისურვებდი, რომ მეტი სიმართლე ყოფილიყო ტრამპის გუნდისგან… ჩვენი რიცხვები სრულიად განსხვავებულია. ომი 320 მილიარდი დაგვიჯდა. 120 მილიარდი ჩვენ — უკრაინის ხალხს. 200 მილიარდი — აშშ და ევროპელ მოკავშირეები. ეს არის იარაღის პაკეტები. მთლიანობაში შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 67 მილიარდის იარაღი და 31,5 მილიარდი პირდაპირი ფინანსური დახმარება მოგვცა“, — განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტი გაკვირვებულია, რომ რუსეთის 3-წლიანი სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენლები ომს „კონფლიქტს“ უწოდებენ და რუსეთისადმი ლოიალურები არიან. ის მსგავს ქმედებებს რუსეთის საოკუპაციო ქმედებების შერბილებად მიიჩნევს, თუმცა დასძინა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მას პარტნიორების მსგავს პოლიტიკასთან უწევს ბრძოლა.
ზელენსკი გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას უკრაინის ლიდერის 4%-იანი რეიტინგის შესახებ.
„თუ ვინმეს ჩემი შეცვლა ახლავე უნდა, მაშინ ახლა ეს ახლა არ გამოვა. თუ ვსაუბრობთ 4%-ზე, ჩვენ ვიცით ეს დეზინფორმაცია და გასაგებია, რომ ის რუსეთიდან მოდის. გვაქვს მტკიცებულებებიც“, — განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მისი რეიტინგი ბოლო კვლევებით 57%-ია.
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ამერიკელებთან ვერ შედგა შეთანხმება უკრაინული წიაღისეულის შესახებ, რადგან შეერთებული შტატების წარმოდგენილ დოკუმენტში არ იყო გათვალისწინებული უსაფრთხოების არანაირი გარანტიები, თუმცა მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკება.
„მე ვუთხარი: მოდით ჩამოვწეროთ პროცენტები. მე ვიცავ უკრაინას, ვერ გავყიდი ჩვენს სახელმწიფოს“, – დასძინა ზელენსკიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადანაშაულა რუსეთთან ომის ვერ აცილებაში, ასევე თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4%-ია და უკრაინაში ს საჭიროებაზე მიუთითა.