რას პასუხობენ კობახიძეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ “ქართული ოცნებისთვის” ნათელი უნდა იყოს, რისი გაკეთებაა საჭირო მათთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ასე უპასუხეს დეპარტამენტიდან “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი.
სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
„აშშ-მა ნათლად განაცხადა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად უდგება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას”, – წერია “ფორმულასთვის” გაგზავნილ წერილში.
ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპს ღია წერილით 13 მაისს მიმართა. წერილში კობახიძე აღიარებს, რომ დღემდე არ შემდგარა უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.
კობახიძის თქმით, ეს გასაკვირია, რადგან ტრამპთან “ქართული ოცნების” “ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე” მოლოდინი ჰქონდათ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც მისი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა.
ამავე თემაზე:
· შეურაცხმყოფელია, გეყოს თავხედობა და მოთხოვნები წაუყენო პრეზიდენტ ტრამპს – უილსონი კობახიძის წერილზე
· ზურაბიშვილი: ჩანს, ივანიშვილმა ვერაფერი დაალაგა და ვერც დაალაგებს

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია