რას პასუხობენ კობახიძეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ “ქართული ოცნებისთვის” ნათელი უნდა იყოს, რისი გაკეთებაა საჭირო მათთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ასე უპასუხეს დეპარტამენტიდან “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს -ს პრეზიდენტ სადმი.
სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხს ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
„აშშ-მა ნათლად განაცხადა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად უდგება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას”, – წერია “ფორმულასთვის” გაგზავნილ წერილში.
მ დონალდ ტრამპს ღია წერილით 13 მაისს მიმართა. წერილში აღიარებს, რომ დღემდე არ შემდგარა უმაღლეს დონეზე კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.
კობახიძის თქმით, ეს გასაკვირია, რადგან ტრამპთან “ქართული ოცნების” “ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრის ფონზე” მოლოდინი ჰქონდათ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც მისი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა.
ამავე თემაზე:
· შეურაცხმყოფელია, გეყოს თავხედობა და მოთხოვნები წაუყენო პრეზიდენტ ტრამპს – უილსონი კობახიძის წერილზე
· ზურაბიშვილი: ჩანს, ივანიშვილმა ვერაფერი დაალაგა და ვერც დაალაგებს

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად