ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია:
,,რას ნიშნავს მაგნიცკის სანქციების ქვეშ მოხვედრა?
1. თუ დასანქცირებულ პირებს აქვთ ქონება, საბანკო ანგარიშები, ან რაიმე სახის აქტივები, რომლებიც იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ან აშშ-ის იურისდიქციაში, ეს აქტივები გაიყინება;
2. ამერიკული ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები ან საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც აშშ-ს ფინანსურ სისტემას იყენებენ, ვერ განახორციელებენ მათ ანგარიშებზე ტრანზაქციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც მოექცევიან იგივე სანქციების ქვეშ;
3. მათ შესაძლოა სცადონ გადარიცხვები იმ ბანკების მეშვეობით, რომლებიც არ იყენებენ აშშ-ის საფინანსო სისტემას, თუმცა პრაქტიკაში ეს მეტად რთული იქნება, რადგან გლობალური ფინანსური სისტემა მჭიდროდაა დაკავშირებული ამერიკულ ბაზართან. ბევრი საერთაშორისო ბანკი უფრთხის სანქცირებულ პირებთან თანამშრომლობას, რომ მათაც არ დაემუქროთ შეზღუდვები ან სანქციები.”
