4 ივლისს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ეკონომიკის ახალი მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილიც.
დაახლოებით 2-საათიანი საუბრის შემდეგ, ბიზნესმენთა უმეტესობამ მთავრობის ადმინისტრაცია უკანა გასასვლელით ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ჟურნალისტებთან მხოლოდ რამდენიმე მათგანი გამოვიდა. თუმცა, მათი განცხადებებიც იყო მოკლე და ზედაპირული. ისინი ირწმუნებიან, რომ საბარი შეეხებოდა მხოლოდ ეკონომიკასა და ბიზნესს და არა პოლიტიკას.
“ძირითადად, ბიზნესზე იყო საუბარი. რაც თქვენ გაინტერესებთ – პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა. ამიტომ, არც არავის დაუსვია ეს თემა [დღის წესრიგში] […] საინტერესო იყო რომ – როგორ გავახმაურო არ ვიცი, შეიძლება უხერხულია, მაგრამ – ოპტიმიზაცია იქნება, უსაქმურების შემცირება იქნება. სახემწიფოში ბევრი უსამქური ყოფილა”, – განაცხადა თემურ ჭყონიამ, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” გენერალურმა დირექტოემა.
“საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. არის გამოწვევები და ეს გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან […] აქ არის ენერგეტიკის მხარე, დემოგრაფიის მხარე, ზოგადად, ქვეყნის განვითარება და კურსი”, – თქვა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ზურაბ ჩხაიძემ, “კახური ტრადიციული მეღვინეობის” დაფუძნებელმა
“რას ნიშნავს ეკონომიკური კრიზისი? – ჩაეკითხა ჟურნალისტს ირაკლი კვერღელიძე, “ორბი ჯგუფის” გენერალური დირექტორი მას შემდეგ, რაც მას ჰკითხეს, ისაუბრეს თუ არა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე.
კვერღელიძე ირწმუნება, რომ ეკონომიკური ზრდის პარამეტრებით საქართველო არა თუ ევროპაში, მსოფლიოში ლიდერ პოზიციებს იკავებს.
“საკმაოდ ბევრი საინტერესო საკითხი იყო, რომლებზეც გავცვალეთ პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან აზრები. საკმაოდ ბევრი ახალი ინიციატივაც გაჩნდა”, – თქვა მან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
“ზოგადად, ბიზნეს-გარემოზე იყო საუბარი. პრემიერმა გაგვაცნო ეკონომიკური მდგომარეობა და სიახლეები და ბიზნესსაც ჰქონდა საშუალება, რომ კითხვები დაესვა”, – ასეთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა “თეგეტა ჰოლდინგის” აღმასრულებელ დირექტორი, ეკა ქავთარაძე.
“საკმაოდ ინფორმატიული შეხვედრა იყო, საკმაოდ ხანგრძლივი […] საბარი იყო იმაზე, თუ რა გზით შეიძლება გაიზაროდს ეკონომიკა მაქსიმალურად”, – განაცხადა შავლეგ მიშველაძემ, “გალფის” გენერალური დირექოტრის მოადგილემ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შევხერდას 80-ზე მეტი ბიზნესმენი დაესწრო.
