რას ნიშნავს აშშ-ის საელჩოს განცხადება?

ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ დაუშვებს ვენესუელის მსგავს რეჟიმებს დასავლეთ ნახევარსფეროში და არ მისცემს სივრცეს „ჰეზბოლას, ირანსა და მავნე გავლენებს“, დღეს საქართველოში ამერიკის საელჩომ ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. ეს პოსტი შეფასდა, როგორც შესაძლო გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც სულ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ირანთან.

ნიკოლას მადუროს დაკავებამ საერთაშორისო დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა, თუმცა კრიტიკოსების თქმით, „ქართული ოცნება“ კვლავ ევროკავშირის კრიტიკისთვის იცლის. კარაკასში ჩატარებულ სპეცოპერაციას ივანიშვილის გუნდის ნაწილი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოეხმაურა – სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შეერთებული შტატების როლი პრაქტიკულად არ ახსენა და ისევ ევროკავშირის პოლიტიკა გააკრიტიკა. ოპერაციის შესახებ დუმილს ინარჩუნებს ირაკლი კობახიძეც.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, ავტორიტარული რეჟიმების მხარეს დგას.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა