რას ნიშნავდა კვარაცხელიას აღნიშვნა “იუვენტუსთან”? – “ნაპოლის” ფანები ქართველის ჟესტით კმაყოფილები არიან

გუშინ, 3 მარტს, სერია A-ს 27-ე ტურში “ნაპოლიმ” “იუვენტუსს” უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში “პარტენოპეის” გარემარბმა მ გახსნა, ქართველმა გოლი საკუთარი კერპის კრიშტიანო რონალდოს სტილში (მე აქ ვარ) აღნიშნა. რამაც “ნაპოლის” ქომაგებს მისცა იმედი, რომ “კვარა” უახლოეს მომავალში გუნდის დატოვებას არ გეგმავს.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “პარტენოპეის” მაისურით ყველა ტურნირზე 35 მატჩი გამართა, თავი კი 9 გატანილი გოლითა და 6 საგოლე პასით გამოიჩინა.