რას მოჰყვა “პუ­ტი­ნის, დუ­გი­ნის და გავ­რი­ლო­ვის ფა­ნე­ბის ჟრი­ა­მუ­ლი რუ­სულ სივ­რცე­ებ­ში?” – უჩა ნანუაშვილი

ყოფილი სახალხო დამცველი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, “დე­მოკ­რა­ტი­ის კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის” ხელ­მძღვა­ნე­ლი უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ სი­უ­ჟე­ტი, რო­მე­ლიც მის შე­სა­ხებ რუ­სულ არხზე გა­ვი­და, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია.
“ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სი­უ­ჟე­ტი, რა­საც მოჰ­ყვა პუ­ტი­ნის, დუ­გი­ნის და გავ­რი­ლო­ვის ფა­ნე­ბის ჟრი­ა­მუ­ლი რუ­სულ სივ­რცე­ებ­ში. თურ­მე არა­ფორ­მა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბებს ვქმნი და ვა­წყობ მა­ი­დანს სა­ქარ­თვე­ლო­ში. რა თქმა უნდა, ეს სი­უ­ჟე­ტი, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში, პუ­ტი­ნის მთა­ვარ არხზე გა­ვი­და, არის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ორი­გი­ნალ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა რა­მე­ზეა სა­უ­ბა­რი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­ზეც კი. სა­უ­ბა­რია გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ – დე­კემ­ბერ­ში, აქ­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს ე.წ. „ტი­ტუშ­კე­ბის“ მიერ არა­ფორ­მა­ლუ­რი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, ბან­დი­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დარ­ბე­ვა­ში, ადა­მი­ან­თა წა­მე­ბა­ში, არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა­ში და ეს უკა­ნო­ნო­ბა გრძელ­დე­ბო­და დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. 500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის ამ ბან­დი­ტე­ბის მხრი­დან. 50-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი დღემ­დე რჩე­ბა სა­პყრო­ბი­ლე­ში და სწო­რედ ამ სა­კი­თხზე ვსა­უბ­რობ, რომ სწო­რედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უწყობ­და ხელს ამ ჯგუ­ფე­ბის პარ­პაშს, მათ საქ­მი­ა­ნო­ბას და სწო­რედ ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბი იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ დას­მულ­ნი. სწო­რედ ამ ძა­ლებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რაც და­მონ­ტა­ჟე­ბულ მა­სა­ლა­ში სულ სხვა­ნა­ი­რად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლებ­რივ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დაა და სა­ქარ­თვე­ლოს დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ავ­რცე­ლებს აღ­ნიშ­ნულ მე­სი­ჯებს. ამა­ში ასე­ვე, მათ ეხ­მა­რე­ბა პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია და მარ­ტი­ვად იმე­ო­რე­ბენ რუ­სულ პრო­პა­გან­დას. სრუ­ლად ენდვ­ნენ პუ­ტი­ნის ტე­ლე­ვი­ზი­ის ნა­რა­ტივს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ოკუ­პან­ტის მთა­ვა­რი არხი ავ­რცე­ლებს მა­სა­ლას, და­ჩე­ხილ-და­მონ­ტა­ჟე­ბულ, ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ მა­სა­ლას, არა­ვის გას­ჩე­ნია კი­თხვა იქ­ნებ ეს არის მონ­ტა­ჟი? სამ­წუ­ხა­როა ის, რომ ქარ­თუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ასე­ვე იმე­ო­რე­ბენ რუ­სულ პრო­პა­გან­დას“,- გა­ნა­ცხა­და უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.
ცნო­ბის­თვის, რუ­სულ არხზე გა­სულ გა­და­ცე­მა­ში, სა­დაც უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­სა და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს გარი კას­პა­რო­ვი­სა და პეტ­რო პო­რო­შენ­კოს სა­ხე­ლით და­უ­კავ­შირ­დნენ. მათი სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ „უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის გამო და­ფი­ნან­სე­ბა უცხო­ე­თი­დან გარ­თუ­ლე­ბუ­ლია. ამას­თან, ამა­ვე სა­უბ­რი­სას, მან ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ „უკ­რა­ი­ნის მა­ი­და­ნის მსგავ­სად, ჩვენც გვყავს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი და­ნა­ყო­ფე­ბი, არი­ან ნიღ­ბი­ა­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი“.