რას მოიცავს ოცნების განათლების რეფორმა – წარადგინეს კონცეფცია

ქართულმა ოცნებამ დღეს მათ მიერვე დაანონსებული ზოგადი განათლების რეფორმის კონფეფცია წარადგინა. კონცეფციის ძირითადი პუნქტები ქართული ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პრეზენტაციაზე დაასახელა.
“ფუნდამენტური რეფორმის” მიხედვით:
საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება – მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მე-11 კლასში ისწავლონ მხოლოდ იმ საგნები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.
“მნიშვნელოვანია, რომ მე-11 კლასი, დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. […] მე-11 კლასში შემოგვაქვს ეგრეთ წოდებული რეპეტიტორიუმი, როდესაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე. ეს იქნება ინტენსიური, ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თიოთოეულ მოსწავლეს, მაქსიმალურად ჩაერთოს”, – თქვა გივი მიქანაძემ.