რას მოიცავს აშშ-უკრაინის მინერალების შეთანხმება – გოგიტა სურამელაშვილის მოსაზრება

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიტიკოსი, გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში -სა და ს შორის გაფორმებულ წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ეხმაურება.
„როგორც ცნობილია, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
აღსანიშნავია შემდეგი მომენტები:
შეერთებული შტატების მიერ ადრე გაწეული დახმარება არ განიხილება როგორც უკრაინის ვალი;
• ფონდი არის ერთობლივი 50/50. ხმის მიცემისას არც ერთ მხარეს არ აქვს უპირატესობა;
• ფონდი არის ინვესტიციის პლატფორმა;
• შეთანხმება არ ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას;
ფონდი შეესაბამება უკრაინის მიერ ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს;
• ფონდში შევა შემოსავალი ახალი საბადოებიდან და არა უკვე არსებულიდან;
– აშშ დაეხმარება უკრაინას ინვესტიციების მოზიდვაში, როგორც ამერიკიდან, ასევე ევროკავშირიდან;
• ფონდი არ იხდის გადასახადებს, რათა შემოსავალმა სრულად იმუშაოს შედეგზე;
– აშშ უზრუნველყოფს უკრაინისთვის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას (მაგალითად, საჰაერო თავდაცვის სისტემები);
– უკრაინა ახორციელებს ფონდში სახსრების შეტანას ახალი საბადოებიდან;
– მხარეები ერთად წყვეტენ, რომელ პროექტებში ჩადონ ინვესტიცია. ინვესტიცია იდება მხოლოდ უკრაინაში. ეს შეიძლება იყოს სამთო, ინფრასტრუქტურა, ნავთობი და გაზი;
• პირველი 10 წლის მოგება არ იყოფა – ყველაფერი უკრაინის აღდგენას ხმარდება.
შეთანხმების ხელმოწერამ უკვე პირველი შედეგი გამოიყო, შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება განახორციელოს უკრაინაში 50 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების ექსპორტი“, – აღნიშნავს სურამელაშვილი.