რას მივაღწიეთ და რა დაგვრჩა გასაკეთებელი არჩევნებთან დაკავშირებით – NGO-ების შეფასება

20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს: ერთი მხრივ, ისინი აჯამებენ იმ მიღწევებს, რაც ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას აქვს, მეორე მხრივ კი იმათ, რომლებიც საჭიროა გადაიდგას იმისთვის, რათა მე-11 მოწვევის პარლამენტს არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია და ჩაინიშნოს ხელახალი .
“26 ოქტომბრის არჩევნები მოქალაქეთა დაშინების, იძულების, ტოტალური კონტროლის, ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის, ძალადობისა და მოსყიდვის დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით ჩატარდა. “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები გააყალბა. შედეგი, რომელიც მ გამოაცხადა, არ ასახავს მოქალაქეების ნებას. ეს არ იყო არჩევნები, რადგან არ იყო ფარული, თავისუფალი და სამართლიანი”, – აცხადებენ ორგანიზაციები.
მათი თქმით, გასაგებია საზოგადოების ნაწილის იმეგდაცრუება, თუმცა აღსანიშნავია აქამდე მიღწეული შედეგები:
· “სადამკვირვებლო მისიებმა და სამოქალაქო დამკვირვებლებმა შეძლეს მტკიცებულებების მოპოვება. ჩვენ ვიდავეთ საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოში და გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას. ამ პროცესში მოხდა საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოს ხელისუფლების რეალური სახის კიდევ ერთხელ წარმოჩენა. სწორედ ის ფაქტი, რომ არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა ამ არჩევნების ლეგიტიმაციას დამატებით კითხვის ნიშნებს სძენს”.
· “რომ არა მოქალაქეების მობილიზაცია და მაღალი აქტიურობა არჩევნების დღეს, რომლებმაც საკუთარი სამსახურის, სოციალური დახმარების, უსაფრთხოების დაკარგვის რისკის ფასად საქართველოს ევროპულ მომავალს მისცეს ხმა, ხელისუფლება უფრო მეტ ხმას გააყალბებდა და დაანონსებულ საკონსტიტუციო უმრავლესობას “გაიფორმებდნენ”. ამიტომ, ჩვენ აქტიურობას და არჩევნებში მონაწილეობას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა”.
· “საქართველოში ვერ გაიმარჯვეს პრორუსულმა ძალებმა. ეს ყველაზე კარგად უწყის “ქართულმა ოცნებამ”. უპრეცედენტო დეზინფორმაციის, ზეწოლისა და კონტროლის მიუხედავად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აირჩია საქართველოს ევროპული გზა და უარი უთხრა საქართველოს რუსეთში ინტეგრაციას.
· “ქართული ოცნება” ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას ვერც საერთაშორისო პარტნიორების და ვერც საკუთარ მოქალაქეების თვალში ახერხებს. ყოველივე ეს სწორედ სამოქალაქო დაკვირვების და მედიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დამსახურებაა. “ქართულმა ოცნებამ” “გამარჯვებაც” კი ვერ იზეიმა;
· “დემოკრატიულ სამყაროს “ქართული ოცნებისთვის” გამარჯვება არ მიულოცია. ისინი არ აღიარებენ არჩევნებს, როგორც თავისუფალს და სამართლიანს”;
· “არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში დაიწყო სხვადასხვა ჯგუფებს შორის კოორდინაციის პროცესები. მოხდა შეთანხმება საერთო მოთხოვნაზე. კერძოდ – დაინიშნოს ხელახალი თავისუფალი არჩევნები”.
ამ ფაქტორებს მიღმა, რომელსაც არასამთავრობო სექტორის ნაწილი მიღწევად აფასებს, ისინი ასახელებენ ნაბიჯებს, რომლელთა გადადგმა აუცილებელია იმისთვის, რათა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
“უნდა გვახსოვდეს ის, რომ როგორიც იქნება საქართველოს მოქალაქეების შეურიგებლობა მიტაცებული არჩევნების მიმართ, ისეთივე იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება. არავინ იბრძოლებს ჩვენს ნაცვლად, მაგრამ ისინი იდგებიან ჩვენს გვერდით, თუ ჩვენ არ შევეგუებით მიტაცებულ არჩევნებს და მოპარულ ევროპულ მომავალს. მხოლოდ საერთო ეროვნული შეურიგებლობა და კოორდინაცია ყველა ჯგუფს შორის არის გზა, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ხელახალ არჩევნებამდე. და ამას ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ჩვენი ერთიანობით, შეურიგებლობით და სამართლანი პროტესტით!”, – აცხადებენ ორგანიზაციები.