რას იტყუება ივანიშვილი და ვის უხდიდა ფულს “დალაგებაში” – ზურაბიშვილი

ეს არის ძალიან დიდი დარტყმა ქართული ოცნებისთვის და ჩანს იმასთან მიმართებით, როცა ვხედავთ ამდენ რეაქციას, ასე სწრაფად – საერთო მესიჯბოქსი დატრიალდა, ძალიან სწრაფად და ეს ნიშნავს, რომ ძალიან შეწუხდნენ, მიიღეს დარტყმა და აუცილებელი გახდა, გაემართათ კამპანია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ აეხსნათ თავიანთი მომხრეებისთვის, რომ არც ისე ცუდად არის საქმე. საქართველო იზოლირებული ევროკავშირისგან და ამერიკისგან არის მიუღებელი ოცნების მომხრეების ძალიან დიდი ნაწილისთვის, ვისაც შეიძლება ჯერ კიდევ აჯერებენ, რომ შეიძლება სააკაშვილის და ნაციონალური პარტია დაბრუნდეს და ამის ეშინიათ, მაგრამ კიდევ უფრო ეშინიათ იზოლაციის და რუსეთთან პირისპირ დარჩენის. ეს მგონი, ძალიან ცოტას თუ უნდა საქართველოში, ამაში ვარ მე ღრმად დარწმუნებული. ამიტომ ატყუებდა აქამდე ბიძინა ივანიშვილი და მესვეურები, რომ აი დავალაგებთ, დავალაგებთ – ისიც ვიცით, რომ აიყვანეს ვიღაც ლობისტები, იხადეს რაღაც თანხები, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ არც ტრამპთან, არც რუბიოსთან, კონგრესთან ხომ საერთოდ არა, რადგან MEGOBARI Act-ის მიღება ვნახეთ და ახლა ალბათ სენატშიც იმავეს ვიხილავთ. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ამათ არ აქვთ უნარი, რომ რამე დაალაგონ ვინმესთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს