რას ითხოვს მზია ამაღლობელი პენიტენციურისგან? – “ვიდრე იქ ვიყავი, იწვა” – მწარიაშვილი

მოშიმშილე პატიმართან, მზია ამაღლობელთან მოსანახულებლად კლინიკაში შესულმა მაია მწარიაშვილმა “ვივამედი“ ცოტა ხნის წინ დატოვა.
როგორც მან მედიასთან განაცხადა, მზია უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე წინა შეხვედრისას იყო და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის გადასხმები უტარდება.
“მზია წევს, გადასხმები უტარდება, რომ მისი სიცოცხლე იქნას შენარჩუნებული. ეს დღეები ითხოვს, უკან დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისი ამოცანაა პროცესამდე გაძლოს, მისი სურვილია, რომ პროცესზე იყოს, რომელიც 4 მარტს არის ჩანიშნული. არ ვიცი ამას რამდენად შეძლებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვლისწინებით. ამდენი ხნის განმავლობაში იწვა, ვიდრე იქ ვიყავი, მეტყველება არ უჭირს. უფრო სუსტადაა, ვიდრე წინა შეხვედრის დროს. ეს გადასხმები ემსახურება იმას, რომ შენარჩუნებული იქნას მისი სიცოცხლე. ამ შიმშილობის ფონზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თავის პოზიციას სახალხო დამცველის მიერ შერჩეულმა ექიმებმა უკეთ უნდა გვითხრან. ჩემი ამოცანა იყო მომენახულებინა მზია, მესაუბრა მასთან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამეგო ინფორმაცია, თუმცა, ის პრინციპულია პოზიციაში და უნდა დაბრუნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, – განაცხადა მწარიაშვილმა.
გამოცემა “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი უკვე 27-ე დღეა შიმშილობს – დღეს უკანონო პატიმრის პალატაში დამოუკიდებელ მედიკოსთა ჯგუფს ელოდებიან. თუმცა, სახალხო დამცველის თქმით, ისინი გაეცნობიან სამედიცინო დოკუმენტებს და რამდენად სანდოა კვლევების პასუხები, რომელსაც ამ ჯგუფს პენიტენციური სამსახური გადასცემს, ჩვენთვის უცნობია.
ის კლინიკა “ვივამედში” სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით 3 დღის წინ გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – დღევანდელი დღის მნიშვნელობა განუზომელია, რადგან 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სვლა შეუქცევადი გახადა! – თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ სისხლის ფასად მოპოვებული თავისუფლება

ალენ ბერსე – საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა – იმედი მაქვს, ძალიან მალე მექნება კონტაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რომ ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ კვლავ სწორი მიმართულებით მოძრაობისთვის