“რას იზამს ტრამპი, თუ პუტინი უკრაინის შემდეგ არ გაჩერდება?”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. ამით ის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ის უკრაინაში ომს მალე დაასრულებს.
“წარმოვიდგინოთ – ტრამპმა რომ არ დაგვიჭიროს მხარი, ჩვენ არ დავთანხმდით ტერიტორიების დათმობას, მაშინ ის შეწყვეტს ჩვენს მხარდაჭერას და, ვთქვათ, პუტინმა მოახდინა ოკუპაცია გარკვეული პერიოდის შემდეგ. მაშინ საკითხავია, რას გააკეთებს ტრამპი მას შემდეგ, თუ რუსეთი უკრაინის შემდეგ NATO-ს ქვეყანას დაიკავებს? მან გადაწყვიტა, თუ არ გაყინავს კონფლიქტს და უფლებას მისცემს პუტინს, რომ სრულად შევიდეს უკრაინაში, მაშინ პუტინი შეჩერდება, მაგრამ პუტინი არ შეჩერდება. რას იზამს ტრამპი აშშ-ში ამის შემდეგ? მსგავს შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპამ წააგო და დაკარგა ყველაზე დიდი და ძლიერი არმია, რადგან დაკარგა უკრაინა“, – განაცხადა ზელენსკიმ.