რას ვყიდით და ვყიდულობთ ევროკავშირში

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ წელს ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 10 თვეში EU-სთან სავაჭრო ბრუნვამ 3,671 მლრდ დოლარი შეადგინა.
2023 წლის 10 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 497,021 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი პროდუქტი გავიდა, რაც შეეხება ევროპიდან იმპორტს, წელს იანვარ-ოქტომბერში 3,059 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს ვიყიდეთ და გავყიდეთ ევროკავშირის ქვეყნებში შემდეგია:
ტოპ-5 ექსპორტირებული ადგილობრივი პროდუქტი:
· მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 274,171 მლნ აშშ დოლარი
· თხილი და სხვა კაკალი – 37,704 მლნ აშშ დოლარი
· სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – 32,113 მლნ აშშ დოლარი
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – 24,614 მლნ აშშ დოლარი
· მინერალური და მტკნარი წყლები – 9,552 მლნ აშშ დოლარი.
ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
· მსუბუქი ავტომობილები – 367,033 მლნ აშშ დოლარი
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 235,468 მლნ აშშ დოლარი
· სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 197,076 მლნ აშშ დოლარი
· ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – 93,159 მლნ აშშ დოლარი
· სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – 89,231 მლნ აშშ დოლარი.