რას ვყიდით და ვყიდულობთ -ში, რომელმაც საქართველოს 10%-იანი ტარიფი დაუწესა?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს 10%-იანი ტარიფები დაუწესა. უფრო კონკრეტულად, ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ თეთრი სახლიდან მსოფლიოს აცნობა, რომ -ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იან ტარიფს და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე 25%-იან ტარიფს დააწესებს.
მიმდინარე წელს ამერიკა საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 486 859 570 დოლარი შეადგინა.
იანვარ-თებერვალში ყველაზე მეტი ღირებულების შემდეგი 5 პროდუქტი გავიდა საქართველოდან აშშ-ში ექსპორტზე:
· შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები – 2.13 მლნ დოლარის 1 997 ტონა;
· საფრენი აპარატების ნაწილები – 1.65 მლნ დოლარის 5.68 ტონა;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები – 1.36 მლნ დოლარის 193.8 ტონა;
· ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 709 ათასი დოლარის 530 ტონა;
· მინერალური და მტკნარი წყლები – 347 ათასი დოლარის 568 ტონა.
იანვარ-თებერვალში აშშ-დან ყველაზე მეტი ღირებულების შემდეგი პროდუქტები შემოვიდა:
· სურათები, ნახატები და პასტელები – 227 958 470 დოლარის 5.24 ტონა;
· მსუბუქი ავტომობილები – 193 495 530 დოლარის 15 301 ერთეული;
· ქანდაკებების და სტატუეტები – 30 663 540 დოლარის 19 ტონა;
· თხილი და სხვა კაკალი – 4 699 100 დოლარის 652 ტონა;
· სატვირთო ავტომობილები – 1 821 480 დოლარის 70 ერთეული.