“რას ვფიქრობ “კვარაზე”? – დე იონგმა ხვიჩაზე და “ნაპოლიზე” ისაუბრა

ხვალ, 21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ნაპოლი” “ბარსელონას” უმასპინძლებს. “ბლაუგრანას” ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მეტოქის შესახებ ისაუბრა და კომენტარი ზეც გააკეთა.
“ნაპოლის” ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, ამ გუნდის რიგებში უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი იტალიის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულები არიან. ცხადია, ისე აღარ ასპარეზობენ როგორც გასულ წელს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ურთულესი მატჩი გვექნება.
რას ვფიქრობ კვარაცხელიაზე? – უმაღლესი დონის მოთამაშეა. ხვიჩას განსხვავების შექმნა შეუძლია, ერთი-ერთზე მეტოქის მოტყუება კარგად გამოსდის, გოლების
გატანა, ბოლო პასის გაკეთება… ის ნამდვილადაა ფეხბურთელი, რომელსაც ხვალ თვალი უნდა მივადევნოთ.
ჩემს შესახებ გავრცელებული ჭორები ძალიან მაბრაზებს. იგონებთ ისტორიებს, რომლებიც რეალობასთან ახლოსაც არაა. “ბარსელონაში” უბედნიერესი ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ჩემი ოცნების კლუბი იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ აქ კიდევ დიდხანს ვითამაშებ”, – განაცხადა დე იონგმა.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ