ოთხი ქართული კლუბიდან კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩართვის პატივი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ აქ გადმორთულ “იბერია 1999”-ს ერგო. ოთხშაბათს, 20:30 საათზე, “ლევადიასთან” ესტონეთში სტუმრობა.
ქუთაისელები ფავორიტები არც ახლა არიან, მაგრამ წინა ეტაპზე მათ ბრძოლიუნარიანობა გვაჩვენეს და ამის იმედი ახლაც გვაქვს, ოღონდ, დაცვაში ნაკლებ შეცდომებს ვისურვებთ. სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო “ტორპედოს” საბა კვირკველია დააკლდება, ვინც გასულ მატჩში გააძევეს.
“ნეო GSP არენაზე (22 859) შეხვედრას შვეიცარიელი მსაჯი ფანდრიხი განსჯის.
ზუსტად ამ დროს რიგაში გორის “დილა” ამავე ქალაქის სახელწოდების გუნდთან ითამაშებს. “სკონტოს” სტადიონზე (6 747) მასპინძლები აშკარა ფავორიტები არიან და გორელებმა ამით უნდა ისარგებლონ.
“რიგას” რიგებში კოსტა-რიკელი ფორვარდი, ანტონი კონტრერასი სახიფათოა, “ლიეპაიასთან” ბოლო მატჩში კი ხრიმალდო გამოირჩეოდა.
მთავარი მსაჯი შოტლანდიელი რობერტსონი იქნება.
უფრო გვიან, საქართველოს თასის მფლობელი “სპაერი” სერიოზულ მოწინააღმდეგეს, “აუსტრიას” ვენაში შეხვდება. ჩვენი კლუბებისთვის ავტრიელებთან დაპირისპირება ყოველთვის რთული იყო.
ავსტრიელთა ახალწვეულმა, კორეელმა კანგ-ჰი ლიმ სადებიუტო, ამხანაგურ მატჩივე გაიტანა და 23 წლის ნახევარმცველს სასტარტოში ველით.
გვჯერა, “სპაერი” ბრძოლისუნარიანონას ევროტურნირზეც შეინარჩუნებს და ფავორიტ მეტოქეს ტოლს არ დაუდებს.
განმეორებითი მატჩები ერთ კვირაშია.
დიეგო ლონგო: “დილა” თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე – “დილას” ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი – “დინამოსა” და “ტორპედოს” მატჩი სკანდალით დასრულდა
სარეკორდო ტრანსფერი – “ტორპედომ” მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული – გორის “დილამ” გამოცდილი მცველი დაიმატა
რა გეგმა აქვს შუსტერს? – დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
“სპაერის” სტადიონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა
მეორე ლიგის “სპაერმა” თბილისის “დინამოს” მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “იბერია 1999”-ის მეტოქე გაირკვა
“გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას” – თბილისის “დინამოს” განცხადება
“იბერია 1999”-მა და “დილამ” მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
“გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს” – გორის “დილას” განცხადება
