რას ეძებდნენ Google-ში 2023 წელს – წლის ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნები დასახელდა

Google-მა წელი შეაჯამა და ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნები დაასახელა. კომპანიამ ისინი კატეგორიებად დაყო, როგორებიცაა: ახალი ამბები, ფილმები, არტისტები, მსახიობები, თამაშები და ა.შ.
ახალი ამბების კატეგორიაში 2023 წელს ყველაზე ხშირად სა და „ჰამასის“ ომს „გუგლავდნენ“. მეორე ადგილზე გავიდა ბატისკაფ „ტიტანის“ კატასტროფა, მესამეზე კი თურქეთში.
პოპულარული ადამიანების კატეგორიაში ყველაზე დიდი ინტერესი მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვიეს დამარ ჰემლინმა, ჯერემი რენერმა და ენდრიუ ტეიტმა.
რაც შეეხება გარდაცვლილ მსახიობებს, ყველაზე ხშირად Google-ში მეთიუ პერის შესახებ ეძებდნენ ინფორმაციას. მეორე ადგილზე ამ კატეგორიაში ტინა ტერნერი გავიდა, მესამეზე კი შინეიდ ოკონორი.
ფილმებს შორის პირველ ადგილზე „ბარბი“, მეორეზე კი „ოპენჰაიმერი“ გავიდა. ყველაზე პოპულარული მომღერალი კი შაკირა აღმოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ