ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
,,ტრამპისთვის საქართველო რომ არ იქნება არც პირველი რიგის და არც მეორე რიგის საკითხი, ეს ქოცებსაც კარგად ესმით
მაშინ რას ემყარებოდა მათი იმედი, რომ 20 იანვრიდან ყველაფერი შეიცვლებოდა და მათზე ამერიკის ზეწოლა შესუსტებოდა?
ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ტრამპი პუტინს გავლენის სფეროების გაყოფაზე დათანხმდება ანუ პოსტსაბჭოთა სივრცეს, უკრაინას, საქსრთველოს და სხვებს რუსეთს გადაულოცავს, შესაბამისად მისთვის მნიშვნელობა აღარ ექნრბა, აქ პრორუსული ხელისუფლებაა, თუ პროდასავლური.
თუ ასეთ რამეზე ტრამპი პუტინს არ დათანმხდა, მაშინ რა მიზეზით უნდა აღმოჩნდეს “ოცნების” პოლოტიკა მისთვის მისაღები? შესაბამისად “ოცნებისთვის” ეს ერთადერთი გამოსავალი არსებობს.
ეს ან მოხდება ან არა, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მოვლენების ასეთი განვითარების იმედადაა, უკვე ძალიან ტრაგიკული ამბავია.“