რას ედავება წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს- სარჩელის დეტალები

რამდენ ადამიანს გამოუტანა ს მამამ დახვრეტის განაჩენი?-აღნიშნული სიის გამოქვეყნების გამო, ყოფილი კულტურის მინისტრი ნანუკა ჟორჟოლიანს უჩივის.
სარჩელი ჟურნალისტს გუშინ ჩაბარდა და ირკევა, რომ თეა წულუკინი არა თავად ფაქტზე, არამედ სიკვდილმისჯილი ადმიანების რაოდენობაზე დაობს.
აღნიშნული ინფორმაცია ვიკიპედიაში ღიადაა ხელმისაწვდომი და ამასთან, ნებისმიერი დაინტერესებული პირი მარტივად მოძებნის სხვდასხვა მედიასაშუალებებზე, საიდანაც დასტურდება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ავთანდილ წულუკიანს სიკვდილით დასჯის ყველაზე მეტი განაჩენი აქვს გამოტანილი.
ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ სტატუსის გამოქვეყნებით მნიშვნელოვანი რამ გააკეთა, რადგან სწორედ მან შეძლო წულუკიანის წყობიდან გამოყვანა.
“მხოლოდ ჟორჟოლიანმა მოახერხა მისი კალაპოტიდან ამოგდება, რკინის ქალის ჩამომსხვრევა და განიარაღება“,-ამბობს ნანუკა.
ამბავი იმაზე კი არა არის რომ თეა წულუკიანის მამას დახვრეტა არავისთვის მიუსჯია, ამბავი არის ის , რომ 1997 წელს, როდესაც სიკვდილით დასჯა გაუქმდა, რამდენიმე მათგანი გადარჩა. ანუ წულუკიანი იმაზე კი არა დაობს, რომ ისკვდილით მამამისს არავინ დაუსჯია, აქ არის ტექნიკური დავა, რამდენი, რომელი, რა საკითხზე. ამიტომ, მე ვერ ვხდები ეს რას ცვლის და მეორე-წულუკიანს ახლა რატომ შეელახა პატივი და ღირსება, ნანუკას სტატუსის შემდეგ, როდესაც 2013 წელს სტატია იძებნება ინტერნეტში, რომელიც მე მაქვს გაზიარებული. ვიკიპედიაში მამამისი იგუგლება, საქართველოს ისტორიაში, როგორც ყველაზე მეტი მსგავის განაჩენის გამომტანი, მანამდე წულუკიანის სული არასოდეს არაფერმა შეარხია, მხოლოდ ნანუკას სტატუსმა, მხოლოდ ჟორჟოლიანმა მოახერხა მისი კალაპოტიდან ამოგდება ისე, რომ სილიკონებზე, ტუჩებზე და ფილერებზე ვალაპარაკე. ეს არის მნიშვნელოვანი ჩემთვის, რომ მე მოვახერხე რკინის ქალის ჩამომსხვრევა და განიარაღება,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ყოფილი კულტურისა და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივის. მასთან ერთად ჟურნალისტის წინააღმდეგ მოსარჩელეები არიან წულუკიანის დედა, ძმა და ძმიშვილი.
წულუკიანის თქმით, საუბარია ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, “20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი”, “ქართული ოცნების” ლიდერი წერს, რომ ამ ოცი პირიდან 15 დღესაც ცოცხალია და აღნიშნული ცილისწამებაა.