რას ედავება “გეკას” უწყება თაზო დათუნაშვილს?

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, თაზო დათუნაშვილის პროცესი გაიმართება. “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
უფლებადამცველის, არჩილ ჭავჭანიძის განცხადებით, დაცვის მხარე წარადგენს მტკიცებულებებს, რომელიც დაადასტურებს, რომ თაზო დათუნაშვილი “აქეთ გახდა ძალადობის მსხვერპლი და მისი მხრიდან არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია”.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო თაზო დათუნაშვილს ედავება ხულიგნობას, საჯარო მოხელის მიმართ შეურაცხყოფას და არასათანადო მოპყრობას, თუმცა ჩვენ მოვედით მტკიცებულებებით, ვიდეოჩანაწერებით, რომელიც ადასტურებს, რომ ერთადერთი ვის მიმართაც განხორციელდა არასათანადო მოპყრობა და შეურაცხყოფა ეს იყო თაზო დათუნაშვილი, რომლის მიმართაც ასევე არის გამოძიება დაწყებული იმ არასათანადო და არაპროპორციული ძალის ფაქტზე, რომელიც განახორციელა კონკრეტულმა პირებმა მის წინააღმდეგ. შესაბამისად სასამართლოში ჩვენ წარვდგებით იმ მტკიცებულებებით, რომელიც ადასტურებს რომ არანაირ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია,” – განაცხადა არჩილ ჭავჭანიძემ.
ცნობისთვის, თაზო დათუნაშვილი მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დააკავეს.
ცნობისთვის, გელა გელაძე პირველი შს მინისტრია, რომელიც “კლიჩკით” აწერს დოკუმენტებს ხელს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…