“რას დაემსგავსა? მუმიას ჰგავს…” – მაიკლ ჯექსონის უფროსი დის, ტოიას დაუოკებელი სურვილი და პლასტიკური ოპერაციები – Marao

ლა ტოია ჯექსონი (La Toya Jackson) მაიკლ ჯექსონის უფროსი დაა და ჯექსონების ცნობილი ოჯახის წევრია. ის დაიბადა 1956 წლის 29 მაისს, ინდიანაში. ლა ტოია მრავალმხრივი ტალანტის მქონე პიროვნებაა: ის არის მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი, მწერალი და რეალითი-შოუს ვარსკვლავი.
მიუხედავად იმისა, რომ ის მაიკლის უფროსი დაა, მუდმივად უწევდა მსოფლიო ვარსკვლავად აღიარებული ძმის ჩრდილში ყოფნა. თავადაც უნიჭიერეს ტოიას მუდმივად ჰქონდა სურვილი, რომ გამხდარიყო მაიკლზე უკეთესი, უფრო ცნობილი და ხალხისთვის საყვარელი. ჯერ კიდევ მაიკლის სიცოცხლეში, მან გადაწყვიტა, რომ ძმას დამსგავსებოდა ქირურგიული თუ პლასტიკური ოპერაციების გაკეთება დაიწყო.
ძმასთან მსგავსების არაჯანსაღი სურვილი სულ უფრო აღაშფოთებდა მათ გულშემატკივარს – ხალხს არ ესმოდა, რატომ სჭირდებოდა ტოიას ძმასთან ასეთი მსგავსება, როცა თავადაც შეეძლო ყოფილიყო ყველასთვის საყვარელი და სასურველი. ტოიას ეს ლტოლვა სიყვარულიდან მალევე გადაიზარდა ძმისადმი შურსა და ბოროტებაში. საბოლოოდ, მან მაიკლ ჯექსონს სასამართლოში ბრალი დასდო პედოფილიაში.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტოია ხშირად წერს და ყვება მაიკლის ცხოვრების, კარიერისა და მისი გასაოცარი წარმატებების შესახებ, სურვილი, რომ გახდეს მისი “ორეული”, კვლავ “ტანჯავს. 68 წლის ასაკში ტოია ჯექსონი კვლავ მიმართავს ოპერაციებს.
მისი გარეგნობის ცვლილებები წლების განმავლობაში მედიის ყურადღების ცენტრში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლა ტოია ყოველთვის არ ამხელს ყველა დეტალს, ზოგადად ცნობილია შემდეგი:
· ცხვირის ოპერაცია
ლა ტოიას ცხვირის ფორმა მნიშვნელოვნად შეიცვალა წლების განმავლობაში, რაც ცხადყოფს, რომ მას ცხვირის პლასტიკური ოპერაცია (რინოპლასტიკა) აქვს ჩატარებული. მისი ცხვირი ძალიან თხელი და კონტურული გახდა, მაქსიმალურად დაემსგავსა მაიკლ ჯექსონის ცხვირს.
· კანის ფერის ცვლილება
მაიკლ ჯექსონის შესახებ არსებობს მოსაზრება, რომ მას კანის ბუნებრივი მუქი ფერი დაავადების გამო შეეცვალა, ლა ტოია ჯექსონი კი აღიარებს, რომ მან ეს ხელოვნური ჩარევის შედეგად გააკეთა.
· სახის სტრუქტურის კორექცია
სავარაუდოდ, ლა ტოია ჯექსონს ჩაუტარდა სახის სტრუქტურის სხვა რამდენიმე ოპერაციაც, როგორებიცაა: ყვრიმალების ფორმის გამოკვეთა, სახის დაჭიმვა. მისი სახის კონტურები ასაკთან შედარებით უფრო მკვეთრი და გლუვი ჩანს.
· ბოტოქსი და ფილერები
პლასტიკური ქირურგიის გარდა, ლა ტოია სავარაუდოდ ხშირად იყენებს ბოტოქსსა და ფილერებს, რათა შეინარჩუნოს ახალგაზრდული სახის კანი და მინიმუმამდე დაიყვანოს ნაოჭები.
· მკერდის გადიდება
ცხადია, რომ ლა ტოიამ უარი არც დიდი ზპმის მკერდზე თქვა. ის ხშირად ირგებს ისეთ სამოსს, რომ სხეულის ამ ნაწილს განსაკუთრებული ხაზი გაუსვას.
· სხვა სავარაუდო ჩარევები
მედია ხშირად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლა ტოიამ შეიძლება სხვა პროცედურებიც ჩაიტარა, მათ შორის ტუჩების ფორმის შეცვლა და სხეულის ფორმის კორექცია, თუმცა ეს მას ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებია.
ლა ტოია ხშირად ამბობს, რომ ის საკუთარ გარეგნობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და მიიჩნევს, რომ პლასტიკური ქირურგია არის პირადი არჩევანი, რომელიც ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარეა. ამ თემასთან დაკავშირებით მისი გამოხმაურებები ყოველთვის არ არის დეტალური, მაგრამ ჯექსონების ოჯახისთვის ეს სავსებით ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო.