რას გულისხმობს -ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის

ამერიკული მხარის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ს აიძულებს, დათმოს დამატებითი ტერიტორიები, შეამციროს თავისი შეიარაღებული ძალების ზომა და დასთანხმდეს, რომ არასდროს გაწევრიანდება ნატო-ში.
Axios-მა გამოაქვეყნა გეგმის სამუშაო ვერსია, რომლის ნამდვილობა გამოცემას უკრაინის ოფიციალურმა პირმა, ამერიკის ოფიციალურმა პირმა და წინადადებასთან დაახლოებულმა წყარომ დაუდასტურა.
დოკუმენტი ითვალისწინებს ინვესტიციებს უკრაინის აღსადგენად, მათ შორის გაყინული რუსული აქტივებიდან და ბუნდოვან უსაფრთხოების გარანტიებს. მასში ნათქვამია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ს შემდგომი შეჭრის შემთხვევაში მოხდება „გადამწყვეტი კოორდინირებული სამხედრო რეაგირება“, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რა როლს ითამაშებს ასეთ რეაგირებაში.
ყველა მხარე მიიღებს ამნისტიას ომის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის, რაც სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ რუსი ოფიციალური პირები და ჯარისკაცები ომის დანაშაულებისთვის ვერ გასამართლდებიან.
გეგმა ითვალისწინებს ს რეინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში.
გეგმა ასევე მოითხოვს, რომ მ შეთანხმებიდან 100 დღის განმავლობაში ჩაატაროს .
სრული გეგმა 20 ნოემბრის მდგომარეობით:
· დადასტურდება უკრაინის სუვერენიტეტი.
· რუსეთს, უკრაინასა და ევროპას შორის დაიდება ყოვლისმომცველი თავდაუსხმელობის შეთანხმება. ბოლო 30 წლის ყველა ბუნდოვანება ჩაითვლება მოგვარებულად.
· მოლოდინია, რომ რუსეთი არ შეიჭრება მეზობელ ქვეყნებში და ნატო აღარ გაფართოვდება.
· უსაფრთხოების ყველა საკითხის გადასაჭრელად, რუსეთსა და ნატოს შორის გაიმართება დიალოგი აშშ-ის მედიაციით, რათა შეიქმნას დეესკალაციის პირობები გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თანამშრომლობისა და სამომავლო ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გასაზრდელად.
· უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს.
· უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომა შეიზღუდება 600 000 სამხედრო მოსამსახურემდე (ომამდე უკრაინას ჰყავდა 250 000 სამხედრო მოსამსახურე, ახლა ჰყავს 850 000-მდე).
· უკრაინა თანახმაა, კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ არ შეუერთდება ნატოს, ხოლო ნატო თანახმაა, თავის წესდებაში შეიტანოს დებულება, რომ უკრაინა მომავალში არ იქნება მიღებული.
· ნატო თანახმაა, არ განათავსოს ჯარები უკრაინაში.
· ევროპული ავია გამანადგურებლები განთავსდება პოლონეთში.
· აშშ-ის გარანტია:ა) აშშ მიიღებს კომპენსაციას გარანტიისთვის; ბ) თუ უკრაინა შეიჭრება რუსეთში, ის დაკარგავს გარანტიას; გ) თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, გარდა გადამწყვეტი კოორდინირებული სამხედრო პასუხისა, აღდგება ყველა გლობალური სანქცია, გაუქმდება ახალი ტერიტორიის აღიარება და ამ შეთანხმების ყველა სხვა სარგებელი; დ) თუ უკრაინა უმიზეზოდ გაუშვებს რაკეტას მოსკოვის ან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით, უსაფრთხოების გარანტია ძალადაკარგულად ჩაითვლება.
· უკრაინა უფლებამოსილია, გახდეს ევროკავშირის წევრი და მიიღებს მოკლევადიან პრეფერენციულ წვდომას ევროპულ ბაზარზე, სანამ ეს საკითხი განიხილება.
· უკრაინის აღდგენის ღონისძიებების მძლავრი გლობალური პაკეტი, მათ შორის: ა) „უკრაინის განვითარების ფონდის“ შექმნა სწრაფად მზარდ ინდუსტრიებში ინვესტირებისთვის, მათ შორის ტექნოლოგიებში, მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნურ ინტელექტში. ბ) აშშ ითანამშრომლებს უკრაინასთან უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურის, მათ შორის მილსადენებისა და საცავების, ერთობლივად აღდგენის, განვითარების, მოდერნიზაციისა და ექსპლუატაციის მიზნით. გ) ერთობლივი ძალისხმევა ომით დაზარალებული ტერიტორიების რეაბილიტაციისთვის — ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების აღდგენა, რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია. დ) ინფრასტრუქტურის განვითარება. ე) მინერალებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვება. ვ) მსოფლიო ბანკი შეიმუშავებს სპეციალურ დაფინანსების პაკეტს ამ ძალისხმევის დასაჩქარებლად.
· რუსეთის რეინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში:ა) სანქციების მოხსნა განიხილება და შეთანხმდება ეტაპობრივად და ინდივიდუალურ საფუძველზე; ბ) აშშ გააფორმებს გრძელვადიან ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას ორმხრივი განვითარებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსები, ინფრასტრუქტურა, , მონაცემთა ცენტრები, არქტიკაში იშვიათი მიწის ლითონების მოპოვების პროექტები და სხვა ორმხრივად სასარგებლო კორპორატიული შესაძლებლობები. გ) რუსეთის დაბრუნება დიდ რვიანში;
· გაყინული სახსრები გამოყენებული იქნება შემდეგნაირად: 100 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული რუსული აქტივები ჩაიდება აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე უკრაინის აღდგენისა და ინვესტირების პროექტებში; აშშ მიიღებს ამ საწარმოდან მიღებული მოგების 50%-ს. ევროპა დაამატებს 100 მილიარდ დოლარს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის ხელმისაწვდომი ინვესტიციების გასაზრდელად. ევროპული გაყინული ფონდები გალღვება. დარჩენილი გაყინული რუსული სახსრები ჩაიდება ცალკეულ აშშ-რუსეთის საინვესტიციო ინსტრუმენტში, რომელიც განახორციელებს ერთობლივ პროექტებს კონკრეტულ სფეროებში. ეს ფონდი მიზნად ისახავს ურთიერთობების გაძლიერებას და საერთო ინტერესების გაზრდას, რათა შეიქმნას ძლიერი სტიმული კონფლიქტის არგანახლებისთვის.
· შეიქმნება აშშ-რუსეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი უსაფრთხოების საკითხებზე, რათა ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ამ შეთანხმების ყველა დებულების შესრულება.
· რუსეთი კანონით გაამყარებს თავის პოლიტიკას ევროპისა და უკრაინის მიმართ თავდაუსხმელობის შესახებ.
· აშშ და რუსეთი შეთანხმდებიან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის შესახებ ხელშეკრულებების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, მათ შორის START I ხელშეკრულებაზე.
· უკრაინა თანახმაა, იყოს არაბირთვული სახელმწიფო „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების“ შესაბამისად.
· ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამუშავდება IAEA-ს (ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო) ზედამხედველობით და გამომუშავებული ელექტროენერგია თანაბრად განაწილდება რუსეთსა და უკრაინას შორის — 50:50.
· ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებსა და საზოგადოებაში, რომლებიც მიმართული იქნება სხვადასხვა კულტურების გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობისკენ, ასევე რასიზმისა და ცრურწმენების აღმოფხვრისკენ: ა) უკრაინა მიიღებს ევროკავშირის წესებს რელიგიური ტოლერანტობისა და ენობრივი უმცირესობების დაცვის შესახებ; ბ) ორივე ქვეყანა შეთანხმდება ყველა დისკრიმინაციული ზომის გაუქმებაზე და უკრაინული და რუსული მედიისა და განათლების უფლებების გარანტირებაზე; გ) ყველა ნაცისტური იდეოლოგია და საქმიანობა უნდა იქნას უარყოფილი და აკრძალული.
· ტერიტორიები: ა) , ლუგანსკი და დონეცკი აღიარებული იქნება დე ფაქტო რუსულად, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ. ბ) ხერსონი და ზაპოროჟიე გაიყინება კონტაქტის ხაზის გასწვრივ, რაც ნიშნავს დე ფაქტო აღიარებას შეხების ხაზზე. გ) რუსეთი დათმობს სხვა შეთანხმებულ ტერიტორიებს, რომლებსაც აკონტროლებს ხუთი რეგიონის ფარგლებს გარეთ. დ) უკრაინული ძალები გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ და ეს გასვლის ზონა ჩაითვლება ნეიტრალურ დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული იქნება როგორც რუსეთის ფედერაციის კუთვნილი ტერიტორია. რუსული ძალები არ შევლენ ამ დემილიტარიზებულ ზონაში.
· სამომავლო ტერიტორიულ მოწყობაზე შეთანხმების შემდეგ, რუსეთის ფედერაცია და უკრაინა იღებენ ვალდებულებას, არ შეცვალონ ეს მოწყობა ძალის გამოყენებით. უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია არ იმოქმედებს ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.
· რუსეთი ხელს არ შეუშლის უკრაინას მდინარე დნეპრის კომერციული საქმიანობისთვის გამოყენებაში და მიღწეული იქნება შეთანხმებები შავი ზღვის გავლით მარცვლეულის თავისუფალ ტრანსპორტირებაზე.
· შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად: ა) დარჩენილი ტყვეები და ცხედრები გაიცვლება პრინციპით „ყველა ყველაზე“. ბ) დაბრუნდება ყველა სამოქალაქო დაკავებული და მძევალი, ბავშვების ჩათვლით. გ) განხორციელდება ოჯახების გაერთიანების პროგრამა. დ) მიღებული იქნება ზომები კონფლიქტის მსხვერპლთა ტანჯვის შესამსუბუქებლად.
· უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს 100 დღეში.
· ამ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე მიიღებს სრულ ამნისტიას ომის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის და თანხმდება, რომ მომავალში არ წამოაყენებს რაიმე პრეტენზიას ან საჩივარს.
· ეს შეთანხმება იქნება იურიდიულად სავალდებულო. მის განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს და გარანტორი იქნება „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც უხელმძღვანელებს პრეზიდენტი . დარღვევებისთვის დაწესდება სანქციები.
· როგორც კი ყველა მხარე დაეთანხმება ამ მემორანდუმს, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც ორივე მხარე დაიხევს შეთანხმებულ წერტილებამდე, შეთანხმების იმპლემენტაციის დასაწყებად.
Axios-ის თანახმად, გეგმა შეიმუშავა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მონაწილეობით. უიტკოფმა, თავის მხრივ, გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიარა პუტინის წარმომადგენელ კირილ დიმიტრიევთან. დიმიტრიევთან შეხვედრის შემდეგ, უიტკოფმა და კუშნერმა გეგმა ზელენსკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ რუსტემ უმეროვთან განიხილეს.
უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Axios-ს განუცხადა, რომ ეს იქნება აშშ-ის მკაფიო უსაფრთხოების გარანტია უკრაინისთვის, რაც პირველად არის ოფიციალურად მოლაპარაკების მაგიდაზე, თუმცა წინადადება არ აკონკრეტებს, რას მოიცავს ის.
Financial Times-ის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები ვარაუდობს, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ვაშინგტონის მიერ შემოთავაზებულ გეგმას 27 ნოემბრამდე მოაწერს ხელს.
აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა გეგმა ზელენსკის ხუთშაბათს წერილობითი სახით უკვე წარუდგინა. ზელენსკიმ გეგმა აღწერა როგორც აშშ-ის „ხედვა“ და განაცხადა, რომ მზად არის ტრამპთან და მის გუნდთან მოლაპარაკებებისთვის.
„ჩვენი მიწა არ იყიდება“, — განაცხადა უკრაინის ელჩმა გაეროში, კრისტინა ჰაიოვიშინმა.
მან თქვა, რომ უკრაინა მზადაა ომის დასრულების გეგმაზე სამუშაოდ, თუმცა უცვლელია წითელი ხაზები: არ მიიღებს ალიანსების არჩევის და შეიარაღებული ძალების ზომის შეზღუდვას და არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსულად.
კრემლმა განაცხადა, რომ მოსკოვისთვის ჯერ არ უცნობებიათ ზელენსკის მიერ სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებების თანხმობის შესახებ.