რას “გუგლავდნენ” 2025 წელს ყველაზე ხშირად და რომელია წლის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი (BM.GE)

ყოველწლიურად Google აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც ყველაზე ტრენდული საძიებო მოთხოვნებია შეტანილი. ეს ანგარიში გვიქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას “გუგლავდნენ” მსოფლიოს გარშემო ყველაზე ხშირად წლის განმავლობაში, ანუ რა თემებმა მიიპყრო საყოველთაო ინტერესი პოპკულტურის, გართობისა და ახალი ამბების სფეროებში.
აღსანიშნავია, რომ Google-ის ანგარიში არ ასახავს ზოგადად ყველაზე პოპულარულ საძიებო მოთხოვნებს. ასე რომ იყოს, სია სავსე იქნებოდა ისეთი ზოგადი ტერმინებით, როგორიცაა “ამინდი”, და არა უშუალოდ ტრენდული თემებით.
ამის ნაცვლად, Google ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხებზე, რომლებზეც 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ტრაფიკის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.
2025 წელს ყველაზე ხშირად “დაგუგვლადი” თემა იყო:
· Gemini
· ინდოეთი vs ინგლისი (კრიკეტის მატჩი)
· ჩარლი კირკი
· Club World Cup
· ინდოეთი vs ავსტრალია (კრიკეტის მატჩი)
· DeepSeek
· AsiaCup
· ირანი
· iPhone 17
· და ინდოეთი
2025 წელს ყველაზე ხშირად “დაგუგვლადი” ადამიანები:
· d4vd
· კენდრიკ ლამარი
· ჯიმი კიმელი
· ტაილერ რობინსონი
· რეო XIV
· ვაიბაჰა სურიავანში
· შედურ სანდერსი
· ბიანკა ცენსორი
· ზოჰრან მამდანი
· გრეტა თუნბერგი
რაც შეეხება, სოციალურ პლატფორმებს, 2025 წლის მონაცემებით, სოციალური მედიის პლატფორმებს დაახლოებით 5.41 მილიარდი ადამიანი იყენებს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 65.7%-ს შეადგენს; ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი რიცხვი 241 მილიონით გაიზარდა. ათობით სოციალურ ქსელს შორის ყველაზე მეტი, 3 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყოველთვიურად Facebook-ს ჰყავს. შესაბამისად, პლანეტის მოსახლეობის 37% სწორედ ამ პლატფორმაზეა აქტიური.
QuantumRun-ის ნოემბრის მონაცემებით, მეორე ყველაზე პოპულარული პლატფორმა 3 მილიარდი მომხმარებლით WhatsApp-ია. ორივე კომპანიას Meta მართავს, რომელიც, ჯამურად, მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით 10 სოციალური ქსელიდან 4-ის მფლობელია.
ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები მომხმარებლის რაოდენობისა და ტრაფიკის მიხედვით:
ტრაფიკი: ვებსაიტზე ვიზიტორების ან მომხმარებლების რაოდენობა, რომელიც იზომება განხორციელებული ვიზიტებით ან სესიებით

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }