რას გრძნობდა ხაინდრავა სააკაშვილის მთავრობის შეხვედრებზე?

ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გოგა ხაინდრავამ, წულუკიანის კომისიას, საკუთარ ეჭვებსა და ვარაუდებზე ესაუბრა და თქვა, რომ ე.წ. ღამის მთავრობის შეხვედრებზე არ დადიოდა, თუმცა, იცის, რა ხდებოდა იქ.
გოგა ხაინდარავა:
“მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მინისტრად დავინიშნე, სთან ერთად, ორჯერ მომიწია კრწანისში სამთავრობო რეზიდენციაში, სადაც გადასული იყო . ავედით და იქ დამხვდა ე.წ. ღამის მთავრობა – სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ოქროაშვილი, ბოკერია, ერთხელ ბარამიძეც იყო, და მე. დავსხედით და პრინციპში, სამთავრობო სხდომა ჩატარდა, პირველზე არაფერი არ ვუთხარი და მეორედ რომ მივედით, ვუთხარი, ზურა, მე აქ აღარ მოვალ იმიტომ, რომ მე დამნიშნეს დღის მინისტრად და არა ღამის მინისტრად, ამიტომ იქ, ამ წრეში, ღამის მთავრობაში რა გადაწყვეტილებებს იღებენ, ჩემთვის საინტერესო არ არის. ზურაბ ჟვანიასა და სააკაშვილის კადრებს შორის თავიდანვე იგრძნობოდა [დაძაბულობა] და მე საკუთარ თავზე ვგრძნობდი, პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა არც მერაბიშვილთან, არც ადეიშვილთან და არც ოქროაშვილთან არ მქონდა. ხშირად არც ვესალმებოდით ერთმანეთს მთავრობის სხდომაზე. მიუხედავად იმისა, რომ გაცხადებული იყო მშვიდობით მივდივართ, მიდიოდა ამ ღამის მთავრობის მცდელობა სამშვიდობო პროცესის ჩაშლის”

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრებაზე – ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო რომ არსებობდეს, ამ კანონს გააუქმებდა

ირაკლი ფავლენიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე – პოლიტიკოსების მიმართ ნათქვამი, შიში დაძლიეთო, ყველას გვეხება, ვინც თავისუფლებაზე ვართ – აქ მხოლოდ „ნაცმოძრაობაზე“, „ახალზე“ ან „ლელოზე“ და გახარიაზე არ არის საუბარი