რას გვაძლევს კანდიდატის სტატუსი | როგორ ხედავენ ქვეყნის ევროპულ მომავალს მოქალაქეები

რას გვაძლევს და რა სიკეთეები მოაქვს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსს, რომელიც ხალხის ბრძოლის მონაპოვარია და ამაში ეჭვი არც ევროკავშირში ეპარებათ. რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად აპროტესტებდნენ ხელისუფლების პრორუსულობას, რომლებიც ვერ დააშინა ვერც დაჭერებმა, ვერც წყლის ჭავლმა და ხელკეტებმა. იდგნენ მედგრად ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. ერთი საფეხურით დავწინაურდით, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი ვალდებულებაა შესასრულებელი, რომლის გარეშეც საბოლოო მიზნამდე ვერ მივალთ.
ნანუკა მაღლაკელიძის რესპონდენტები მოგვიყვებიან როგორ ხედავენ ქვეყნის ევროპულ მომავალს.