რას გეგმავს ELT Building დეველოპერულ ბაზარზე? – დამფუძნებლის პასუხი

“იელთი ჯგუფში” შემავალი დეველოპერული კომპანია ELT Building-ის მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია $130 მილიონს შეადგენს, საიდანაც 90% უცხოური ინვესტიციაა – ამის შესახებ “საქმიანი დილას” ეთერში კომპანიის დამფუძნებელი, ელგუჯა თურმანიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ELT Building-ის პოლიტიკა შემოსავლის 100%-იანი რეინვესტირებაა.