,, რას გავს თქვენი საქციელი? იქნებ ახსნათ?“ – გიორგი თავდგირიძე ელენე ხოშტარიას

,,დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას სიტყვებს -,,ღიად ვიტყვი, ძალადობრივი დამხობა, რომლის მომხრეები ჩვენ არ ვართ, ამას ხელს არ შევუწყობთ, არ გავაკეთებთ, პირიქით, ხელს შევუშლით”, – ,,ფარის” დამფუძნებელი, გიორგი თავდგირიძე ასე ეხმაურება:
,,იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები საყვედურს მაინც ეტყვიან. რამდენჯერმე გესაუბრეთ, იცით ვინ ვართ და რას ვაპირებთ, რას ვაკეთებთ და ჩვენ ორგანიზებული აქციებიც ნახეთ. მაშინ რას ემსახურება ეს განცხადება? როდის მერე ჩაჯექიტ ოცნების ნარატივებში? სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები რატომ არ გაემიჯნეთ ამ სამწუხარო განცხადებას? კარგი, ჩვენ გასაგებია, მაგრამ ერთობა ძირითადად ახალგაზრდებისგან შედგება, რომლებსაც კარგად იცნობთ, ისინი რატომ გაწირეთ ცრუბალდებისთვის? რას გავს თქვენი საქციელი? იქნებ ახსნათ?“

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: ვინც რუსების ფსევდო ერთმორწმუნეობაზე და რუსოფობიაზე ბევრს ლაპარაკობთ და მათზე ლოცვით მუხლებს იტყავებთ, რამდენად ხართ მზად, თქვენი შვილები რუსებმა თავის დამპყრობლურ ომებში გაირეკონ?

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში