რას აჩვენებს საქართველოს მაკროეკონომიკური ინდიკატორები?

კაპიტალმა” საქართველოს მაკროეკონომიკური მიმოხილვა განაახლა.
დოკუმენტის მიხედვით, როგორც რეზიდენტების, ასევე ტურისტებისა და მიგრანტების შემთხვევაში დეკემბერში შენელება გამოიკვეთა; – ასეთ დასკვნას ორგანიზაცია თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანსაქციებზე დაყრდნობით აკეთებს.
ორგანიზაციის მტკიცებით, უკვე იანვრის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, სხვადასხვა მიმართულებით, სახეზეა გარკვეული აღდგენის დინამიკა;
დოკუმენტის თანახმად, ტურიზმის სექტორის ზრდის ტემპის შენელებასთან ერთად, რეზიდენტების ხარჯების ასევე ნაკლები ზრდის ტემპი იმპორტზე უარყოფითად მოქმედებს;
“გზავნილებისა და ექსპორტის მიმართულებით, შიდა ფაქტორების გამო, ბუნებრივია, გასული პერიოდისაგან არსებითად განსხვავებული ტენდენცია მოსალოდნელი არ არის;
ლარის გაცვლითი კურსის კუთხით, ასევე აღსანიშნავია ჯერ კიდევ შემოდგომაზე გადახურდავებული თანხები, რაც ამ ფაქტორის გაუფასურების მიმართულებით ზეგავლენას მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვნად ამცირებს,” – აღნიშნულია “ს” მიმოხილვაში.