ყაზახეთის საზღვაო გადამზიდავმა ეროვნულმა კომპანია Kazmortransflot-მა, რომელიც ჯგუფ KazMunayGas-ის (KMG) ნაწილია, აბუ-დაბიში საემიროების AD Ports Group-თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ორი თანამედროვე საკონტეინერო გემის მშენებლობის შესახებ.
ინფორმაციას Report-ი KMG-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გემები ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR), ანუ შუა დერეფნით ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით შენდება.
მხარეები 500 TEU-ზე მეტი ტევადობის ორი თანამედროვე საკონტეინერო გემის მშენებლობაზე შეთანხმდნენ, რომლებიც სპეციალურად კასპიის ზღვაში სამუშაოდ შეიქმნება.
ამასთან, კომპანიებმა კასპიის ზღვის გასწვრივ ინტერმოდალური საბორნე ხაზის განვითარების გეგმები დაადასტურეს. პროექტი დიდი სიმძლავრის ბორნების მშენებლობასა და თანამედროვე ტერმინალის ინფრასტრუქტურის შექმნას მოიცავს, რაც ყაზახი ექსპორტიორებისა და შუა დერეფნის მონაწილეებისთვის ტრანზიტის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ცნობისთვის: TITR, ანუ შუა დერეფანი ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე გადის. ჩრდილო დერეფნის ნაწილი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაა, რომლის გამტარუნარიანობაც შარშანდელი მოდერნიზების შემდეგ წელიწადში 1 მილიონიდან 5 მლნ ტონამდე გაიზარდა.
bpn.ge