რას არ პატიობს “ოცნების” ამომრჩეველი ს და რატომ გახდა საჭირო ახალი ტალღის აგორება? – ხიდაშელი

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, ივანიშვილის პარტიის ლიდერების განცხადებებს, თითქოს ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვა ბრიუსელის ბრალია, აბსურდი და ტყუილი უწოდა.
თავად განცხადებაზე ერთადერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ტყუილი – ყოველგვარი მაგრამ-ის და დათქმის გარეშე. ეს არის აბსურდი და ტყუილი. მიზეზი, რატომ აკეთებს ამ ყველაფერს ქართული ოცნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ის რომ დღეს ჩათვალეს საჭიროდ ამ ტიპის ახალი ტალშის აგორება ეს ნიშნავს, რომ რაღაც კვლევა ჩაატარეს, კონკრეტული მონაცემები აქვთ , რომელიც უდასტურებთ, რომ ქართველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას, მათი ამომრჩევლის უმრავლესობის ჩათვლით აქვს ჩამოყალიბებული აზრი, რომ მ შეაჩერა საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ. ახლა გადაწყვიტეს ამ აბსურდით ახალი ხაზი გააჩინონ პროპაგანდაში, რომ საკუთარ ამომრჩეველს მაინც შეცვალონ განწყობა – რომ თურმე არაფერ შუაშია და 5 თვით ადრე ევროკავშირს გაუჩერებია”- აცხადებს ხიდაშელი.
სამთავრობო არხმა ევროკავშირის ელჩის, ს წერილი გამოაქვეყნეს, რომელიც მათი მტკიცებით, 2025 წლის 5 ნოემბერს ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგზავნა. დღეს ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი კობახიძის განცხადებამდე 5 თვით ადრე, ევროკავშირის გადაწყვეტილებით შეჩერდა.
ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების შესახებ დასკვნა 2024 წლის 27 ივნისს საჯაროდ გამოაქვეყნა. დასკვნაში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ “ასეთი ქმედებების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს”. საჯაროდ არსებული განცხადებებით დასტურდება ისიც, რომ ევროპულმა საბჭომ გარკვეული დათქმაც გააკეთა – თქვა, რომ თუ უკან გაიწვევდა ე.წ. რეპრესიულ კანონს, მათ შორის “რუსულ კანონს” სახელით ცნობილ კანონპროექტს, მაშინ ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდებოდა.