რას ამბობს სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლებული ნიკა კაცია?

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული ნიკა კაცია პირველ კომენტარს აკეთებს.
ვიდეო ინტერვიუში, რომელსაც მოქალაქეები ავრცელებენ, აცხადებს, რომ მან დაკავების დღიდან იცოდა, რომ ეს დღე დადგებოდა.
მისი თქმით, მიუხედავად გამოცხადებული განაჩენისა, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი მაინც არ არის.
სამართლიანი ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის, ამას არ ვიტყვი არასდროს. უკანონოდ მამყოფეს და უკანონოდ რომ მამყოფეს ზუსტად ამის ნიშნანია აი ის პატარა გამარჯვება, რომელიც ჯერ ახობაძეს ჰქონდა.
პირველი შემთხვევაა, როდესაც ვნერვიულობ იმაზე, რომ უხერხულად ვგრძნობ თავს იმიტომ, რომ ჩემს გარდა… მე გეტყვით პირდაპირ, ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, ყველაფერი გამზადებული მაქვს და მე დაჭერის დღიდან ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა… არ მინდა დამავიწყდეს, ცოტა უხერხული სიხარულია ბიჭებზეც ვნერვიულობ ძაან 8 კაცზე, 11-ზეც, ოკმელაზე, მათეზეც, მინდაძეზე, მზია ამაღლობელზე, ჩემს კოლეგაზე, რომელზეც სულ ვლაპარაკობდი და სულ ვილაპარაკებ და არ გავჩერდები იქამდე, ვიდრე არ დავიხსნი იმიტომ, რომ მედეამ აჩვენა მართლა საუკეთესო მაგალითი საუკეთესო ბრძოლის კი არა, პროფესიული სტანდარტების უმაღლეს დონეზე შესრულების” – განაცხადა ნიკა კაციამ. (ტვპირველი)

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა