რას ამბობს მოქალაქე, რომელმაც ბავშვზე ძალადობის ვიდეო ინტერნეტში ნახა და პოლიციას მიმართა

სამოქალაქო ატივისტი, ბექა კვა­ჭან­ტი­რა­ძე, რო­მელ­მაც ბებიის მხრიდან 2 წლამდე ბავშვზე ძალადობის ვიდეო, სოციალურვ ქსელში ნახა თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციაში გამოკითხეს.

სწორედ ბექა კვა­ჭან­ტი­რა­ძემ ატვირთა ვი­დეო, სა­დაც ჩან­და თუ რო­გორ უს­წორ­დე­ბო­და ფი­ზი­კუ­რად ქალი მცირეწლოვანს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების შემდეგ, ქალი ქუთაისში დააკავეს.

“ტი­კტოკ­ზე გავ­რცელ­და ლაივ ჩა­ნა­წე­რის ამო­ნა­რი­დი, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ უს­წორ­დე­ბა ბავ­შვს ბე­ბია ფი­ზი­კუ­რად. საკ­მა­ოდ მძი­მე კად­რე­ბია.

რო­დე­საც დედა ეკი­თხე­ბა, თუ რა­ტომ ჰქონ­და ბავ­შვს ხელი გა­წით­ლე­ბუ­ლი, პირ­და­პირ თქვა, – “მე მას და­ვარ­ტყი”, რაც არის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

რა თქმა უნდა, მე რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა და კა­ნონ­მორ­ჩილ­მა მო­ქა­ლა­ქემ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მივ­მარ­თე პო­ლი­ცი­ას.

რე­ა­გი­რე­ბა იყო, დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე გამ­თე­ნი­ი­სას, ქალ­ბა­ტო­ნი ნინო და­ა­კა­ვეს, ამ წუ­თას არის წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით” ორ­ჯერ იყ­ვნენ სოც­მუ­შა­კე­ბი შე­მოწ­მე­ბა­ზე. და სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვი არ გა­ნა­რი­დეს ამ ოჯახს და არის ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად”, – ამ­ბობს ბექა კვა­ჭა­ბტი­რა­ძე.

დაკავებულია ბებია, რომელმაც ქუთაისში ორ წლამდე ბავშვი tik-tok ლაივში სცემა. სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი კრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა