რას ამბობს ლავროვი აფხაზეთისთვის სოც. დაფინანსების შეჩერებაზე

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ არხ “РБК-თან” განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ სოხუმისთვის [დე ფაქტო] სოციალური გადასახადების შეჩერება არ ნიშნავს ურთიერთობების გამწვავებას, რადგან ვსაუბრობთ იმ ვალდებულებების “ბალანსის შენარჩუნებაზე, რომლებიც ორი ქვეყნის მთავრობებმა აიღეს”.
“ამას გამწვავებას არ დავარქმევდი. დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ახლახან ვისაუბრეთ: ეს არის მიღწეული შეთანხმებების განხორციელება. არსებობს შეთანხმებების პაკეტი, რომელიც სანქცირებული იყო პრეზიდენტების მიერ და დამტკიცებული ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ. ამ შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც რატიფიცირებულია კიდეც ორივე პარლამენტში, თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი ვალდებულებები. საუბარია უბრალოდ ამ ვალდებულებებს შორის ბალანსის შენარჩუნებაზე და ჩვენს აფხაზ მეგობრებს ეს კარგად ესმით”,- განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ლავროვმა ისიც აღნიშნა, რომ აგვისტოს დასაწყისში, როდესაც მან მიულოცა ს [დე ფაქტო] საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას თანამდებობაზე დაბრუნება, ის მიიწვია რუსეთში მისთვის ნებისმიერ ხელსაყრელ დროს.
“დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში და კვირებში შევძლებთ მსგავსი შეხვედრის ორგანიზებას. რა თქმა უნდა, ჩვენი სხვა დეპარტამენტები და მათი კოლეგები სოხუმში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს. მაგრამ მთავარი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არის ყველა იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული და დამტკიცებულია პრეზიდენტების მიერ”.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მოსკოვმა აფხაზეთის [დე ფაქტო] დაფინანსება პირველი სექტემბრიდან შეწყვიტა.“პირველი სექტემბრიდან გარკვეული გადასახადების დაფინანსება შეჩერდა. ეს ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, სამართალდამცავ ორგანოებს და ა.შ. ეს აშკარად პირველი ნაბიჯებია. გარდა ამისა, დგას საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადის, რომელსაც ზამთარში ვაწყდებით, კომერციული ფასებით უნდა მოხდეს გადახდა,” – განმარტა შამბამ.შამბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი [დე ფაქტო] ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება, სადაც აპირებს შეხვედრების სერიის გამართვას, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები განიხილოს.
“თუ სანქციები წლის ბოლომდე გაგრძელდება, ბევრი დაზარალდება. ჩვენ ვიფიქრებთ, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან”, – განაცხადა შამბამ.შამბამ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, რომ საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები შეშფოთებული არიან ს მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევის საკითხით. ის მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა, სრულიად გამართლებული სანქციაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?